ხეჭრელი
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | * [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბუჩქოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ხეჭრელისებრნი]] | [[კატეგორია:ხეჭრელისებრნი]] | ||
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
21:46, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ხეჭრელი - (Frangula alnus Mill.); ოჯახი: ხეჭრელი (Rhamnaceae).
მეგრულად – ლუკუხა, ლუკუმხა.
6-7 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე, გლუვი, შავი ქერქით. ტოტები უეკლოა, სწორი, ერთწლიანი ტოტები მოწითალო ყავისფერია. ყლორტებიშიშველია ან ოდნავ შებუსული, ფოთლები რიგებადაა განლაგებული, იშვიათად – მოპირისპირედ; მოგრძო-ელიფსური ან უკუკვერცხისებური, კიდემთლიანი. ყვავილები იღლიურია. გვირგვინი მოწითალო თეთრია. ნაყოფი ჯერ მწვანეა, შემდეგ – წითელი, ბოლოს კი – შავი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე. მცენარე დამახასიათებელია ფოთლოვანი ტყეების ქვეტყისათვის, იზრდება აგრეთვე ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კისისხევისა და შუამთის მიდამოებში, მდინარე ფაფრისხევის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
იზრდება ტყის პირებზე, ქვეტყის სახით გვხვდება ფოთლოვან და მდინარისპირულ ტყეებში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ბუჩქნარების რაყებში, მდელოებზე, ნაკაფებში, ხევებში, ასევე მშრალ თიხნარ და ღორღიან ფერდობებზე, მთის შუა, იშვიათად ზედა სარტყელში, 2000 მ-მდე ზღვის დონიდან. კარგად იტანს ნიადაგის მაღალ ტენიანობას.
სამკურნალო ნედლეულს უმთავრესად ქერქი წარმოადგენს, თუმცა იყენებენ მშრალ ნაყოფებსაც; ნედლი ქერქის გამოყენება დაუშვებელია, მასში შემავალი მომწამლავი ნივთიერებების გამო, რომელიც იშლება არა ნაკლებ ერთი წლის შენახვის შემდგომ. ქერქი, ფოთლები, ნაყოფები შეიცავს ანტრაქინონებს: გლუკოფრანგულინს, ფრანგულინს, ემოდინს და იზოემოდინს, რომელთა დიდი რაოდენობა ქერქში აღინიშნება; აგრეთვე – ანტრაგლიკოზიდებს, ტრიტერპენულ გლიკოზიდებს, ქრიზოფანის მჟავას, ანტრანოლებს, ფისებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს კვალის სახით. ფოთლები და ნაყოფები გარდა აღნიშნულისა, შეიცავს ალკალოიდებსა და ასკორბინის მჟავას. ქერქი მედიცინაში გამოიყენება როგორც რბილი, ამავე დროს ეფექტური სასაქმებელი საშუალება, რომლის შედეგი ვლინდება მიღებიდან 10-14 საათის შემდეგ. ხეჭრელის სასაქმებელი პრეპარატების გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების დროს: ბუასილი, ყაბზობა, ნაწლავების ათონია, ანალური ნახეთქები, კოლიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლული, რევმატიზმი, რადიკულიტი, ეგზემა, კანის ანთებები, ციება, უხვი მენსტრუაცია, მუნი, მალარია, კლიმაქსი, აჩქარებული გულისცემა, ნერვული დაავადებები, თავბრუსხვევა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული კანის დაავადებები; გარ¬ და აღნიშნულისა, ქერქის გამოყენებისას დადებითი ეფექტი გამოვლინდა სტრეპტოდერმიის, პიოდერმიის, ფურუნკულოზისა და კანის სხვა დაავადებებისას, აგრეთვე კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში, სადაც შერეული მიკროფლორა შეიმჩნევა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ქერქის მოქმედება ნაწლავებზე, უპირველესად არის მარეგულირებელი და არა მხოლოდ სასაქმებელი, ვინაიდან მთრიმლავი ნივთიერებები, რომელიც მის შემადგენლობაშია, კუჭის აშლილობის დროსაც იძლევა სამკურნალო ეფექტს.
არის მითითებები, რომ უძველეს ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ სასქესო ორგანოების კიბოს სამკურნალოდ (Минаева, 1970).
ხანგრძლივი დროის მანძილზე, მაღალი დოზებით ხეჭრელის პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ორგანოების გაძლიერებული ჰიპერემია, რაც უკიდურესად საფრთხილოა ფეხმძიმეებისათვის (შეიძლება გამოიწვიოს მუცლისმოწყვეტა), სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებებისას, საშვილოსნოდან სისხლდენის მიდრეკილების მქონე პირებისათვის.