აორისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აორისტი''' – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრა...)

ხაზი 1: ხაზი 1:
'''აორისტი''' – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრამატიკული კატეგორიარომელიც აერთიანებს სხვადახვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიფშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გეხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში. ძვ. ბერძნულ და ძვ. სლავურ ენებში).

'''აორისტი''' – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრამატიკული კატეგორია რომელიც აერთიანებს სხვადახვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გეხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში, ძვ. ბერძნულ და ძვ. სლავურ ენებში).

როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში).

როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში).

ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშენელობით გამოიყენება:

ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშენელობით გამოიყენება:

1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.

1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.

2. აორისტის აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა ასპექტების (და არა დროების) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით

2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა ასპექტების (და არა დროების) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით

ასპექტს გადმოსცემდა ჰერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).

ასპექტს გადმოსცემდა ჰერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).

3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრიეს.

3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრიეს.

23:48, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია

აორისტი – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრამატიკული კატეგორია რომელიც აერთიანებს სხვადახვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გეხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში, ძვ. ბერძნულ და ძვ. სლავურ ენებში).

როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში).

ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშენელობით გამოიყენება:
1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.
2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა ასპექტების (და არა დროების) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა ჰერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).
3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრიეს.

ამათგან აორისტის თავდაპირველ გაგებას შეესაბამება მე-2 მნიშვნელობა. რაც შეეხება მე-3-ს, უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. ქართულის მწკრივთა წარმოებაში ასპექტთან ერთად მონაწილეობს დროის, კილოს და სხვ. გრამატიკული კატეგორიებიც და ასპექტის გრამატიკული მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვლილია (ზ. ჭუმბურიძე). თუმცა, ამ ტერმინის გამოყენება წყევეტილის მწკრივის აღსანიშნავად ძვ. ქართულისათვის მაინც დასაშევებია.

აორისტის განუსასღვრელი ნამყოს შესაფერ სახელწოდებად მიიჩნევს ი. ქავთარაძე ზმნათა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, რომელსაც დიფერენცირებული ნამყო არ მოეპოვება – ფორმით წყვეტილია, ხოლო ფუნქციით უწყვეტელი, როგორიცაა, მაგ., დგას, ზის ზმნათა ნამყოს ფორმები: იდგა, იჯდა.

ნ. ლოლაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები