აბულასან იობისძის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
''<big>„† ჵ, ყოელად წმიდაო მოციქულო [[ქრისტე]]ს ღმრთისაო ანდრია, შეიწირე (მცირე)დი ესე მსახურებაჲ ჩემგან – ერისთავთა ერისთაეისა და [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურ(ჭლეთ)უხუცესისა]] აბულასანისაგან იობისძისა, (რომელმან ვეც)ხლითა შევჭედე კუბოი ესე შენი (სალოცველად) სულისა ჩემისა და ძმათა (ჩემთა – ბასილისა) და ელიასათუის“.</big> ''
 
''<big>„† ჵ, ყოელად წმიდაო მოციქულო [[ქრისტე]]ს ღმრთისაო ანდრია, შეიწირე (მცირე)დი ესე მსახურებაჲ ჩემგან – ერისთავთა ერისთაეისა და [[მეჭურჭლეთუხუცესი|მეჭურ(ჭლეთ)უხუცესისა]] აბულასანისაგან იობისძისა, (რომელმან ვეც)ხლითა შევჭედე კუბოი ესე შენი (სალოცველად) სულისა ჩემისა და ძმათა (ჩემთა – ბასილისა) და ელიასათუის“.</big> ''
  
აბულასანის ძმა – ბასილი იყო [[ქართლი]]ს [[მთავარეპისკოპოსი]], რომელსაც [[თბილისი]]ს გარეუბანში (შემდეგ ცენტრი), ვერის უბანში, აუშენებია (1185-87) „[[ლურჯი მონასტერი]]“ (ე. ბერიძე). ტაძრის ვრცელ ქტიტორულ საამშენებლო წარწერაში ბასილი აბულასანს მოიხსენიებს, როგორც „ერისთავთა ერისთავს“, „ქართლის [[ამირა]]თა ამირას“, „რუისთჳსა და შვიდთა მთეულეთთა პატრონს"; გარდა ამისა, წმ. [[ანდრია პირველწოდებული]]ს [[ხატი (სალოცავი)|ხატი]]ს წარწერაში აბულასანი მოხსენიებულია როგორც მეჭურჭლეთუხუცესი. ყეელა ამ მონაცემის მიხედვით, აბულასან იობისძე XII ს. დასასრულის [[საქართველო]]ს ერთ-ერთი გამოჩენილი დიდებულია. მკელეერები სამართლიანად აიგიეებენ მას „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში“ მოხსენიებულ „ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასანთან“, რომლის შერჩეულიც იყო [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] პირეელი ქმარი იური
+
აბულასანის ძმა – ბასილი იყო [[ქართლი]]ს [[მთავარეპისკოპოსი]], რომელსაც [[თბილისი]]ს გარეუბანში (შემდეგ ცენტრი), ვერის უბანში, აუშენებია (1185-87) „[[ლურჯი მონასტერი]]“ (ე. ბერიძე). ტაძრის ვრცელ ქტიტორულ საამშენებლო წარწერაში ბასილი აბულასანს მოიხსენიებს, როგორც „ერისთავთა ერისთავს“, „ქართლის [[ამირა]]თა ამირას“, „რუისთჳსა და შვიდთა მთეულეთთა პატრონს"; გარდა ამისა, წმ. [[ანდრია პირველწოდებული]]ს [[ხატი]]ს წარწერაში აბულასანი მოხსენიებულია როგორც [[მეჭურჭლეთუხუცესი]]. ყეელა ამ მონაცემის მიხედვით, აბულასან იობისძე XII ს. დასასრულის [[საქართველო]]ს ერთ-ერთი გამოჩენილი დიდებულია. მკელევრები სამართლიანად აიგიეებენ მას „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში“ მოხსენიებულ „ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასანთან“, რომლის შერჩეულიც იყო [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] პირეელი ქმარი იური ანდრიას ძე, საქართველოში გიორგი რუსის სახელით ცნობილი.  
ანდრიას ძე, საქართველოში გიორგი რუსის სახელით ცნობილი.  
+
  
როგორც ჩანს, აბულასან იობისძე და მთელი მისი ნათესაობა გადაჰყვა იმ ცნობილ პოლიტიკური მოვლენებს, რომელიც საქართველოში
+
როგორც ჩანს, აბულასან იობისძე და მთელი მისი ნათესაობა გადაჰყვა იმ ცნობილ პოლიტიკური მოვლენებს, რომელიც საქართველოში დატრიალდა XII ს. ბოლოს გიორგი რუსის გაძევების გამო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აბულასან იობისძე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფეოდალური საგვარეულოს მარუშიან – მარუშისძე – ვარდანის ძე – დადიანების კიდევ ერთი შტოს – იობისძეების წარმომადგენელია (ქ. ჩხატარაიშეილი) და მათი საგვარეულო სამარხი იყო აჭანდარის ეკლესია, რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა ხატის ფრაგმენტები.  
დატრიალდა XII ს. ბოლოს გიორგი რუსის გაძევების გამო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აბულასან იობისძე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფეოდალური საგვარეულოს მარუშიან – მარუშისძე – ვარდანის ძე – დადიანების კიდევ ერთი შტოს – იობისძეების წარმომადგენელია (ქ. ჩხატარაიშეილი) და მათი საგეარეულო სამარხი იყო აჭანდარის ეკლესია, რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა ხატის ფრაგმენტები.  
+
  
  

12:36, 17 ნოემბერი 2023-ის ვერსია

აბულასან იობისძის წარწერა

აბულასან იობისძის წარწერა – (XII ს. 80-იანი წლები), ქართული ასომთავრული წარწერა, შესრულებული ჭედურობით ვერცხლის მოოქრულ ფირფიტებზე. ფირფიტები აღმოჩენილია 1886 პ. ს. უვაროვას ხელმძღვანელობით სოფელ აჭანდარის ეკლესიის ნანგრევების გათხრისას (ყოფ. პოლტავსკოე, წებელდა). ფირფიტები წმ. ანდრია მოციქულის ხატის მოჭეღილობის ფრაგმენტებია; ხატიდან მხოლოდ ეს წარწერიანი ფრაგმენტები და ჩარჩოს მოჭედღილობის მცირე ნაწილიღაა მოღწეული. წარწერა ასეთია:

„† ჵ, ყოელად წმიდაო მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო ანდრია, შეიწირე (მცირე)დი ესე მსახურებაჲ ჩემგან – ერისთავთა ერისთაეისა და მეჭურ(ჭლეთ)უხუცესისა აბულასანისაგან იობისძისა, (რომელმან ვეც)ხლითა შევჭედე კუბოი ესე შენი (სალოცველად) სულისა ჩემისა და ძმათა (ჩემთა – ბასილისა) და ელიასათუის“.

აბულასანის ძმა – ბასილი იყო ქართლის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც თბილისის გარეუბანში (შემდეგ ცენტრი), ვერის უბანში, აუშენებია (1185-87) „ლურჯი მონასტერი“ (ე. ბერიძე). ტაძრის ვრცელ ქტიტორულ საამშენებლო წარწერაში ბასილი აბულასანს მოიხსენიებს, როგორც „ერისთავთა ერისთავს“, „ქართლის ამირათა ამირას“, „რუისთჳსა და შვიდთა მთეულეთთა პატრონს"; გარდა ამისა, წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატის წარწერაში აბულასანი მოხსენიებულია როგორც მეჭურჭლეთუხუცესი. ყეელა ამ მონაცემის მიხედვით, აბულასან იობისძე XII ს. დასასრულის საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი დიდებულია. მკელევრები სამართლიანად აიგიეებენ მას „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში“ მოხსენიებულ „ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასანთან“, რომლის შერჩეულიც იყო თამარ მეფის პირეელი ქმარი იური ანდრიას ძე, საქართველოში გიორგი რუსის სახელით ცნობილი.

როგორც ჩანს, აბულასან იობისძე და მთელი მისი ნათესაობა გადაჰყვა იმ ცნობილ პოლიტიკური მოვლენებს, რომელიც საქართველოში დატრიალდა XII ს. ბოლოს გიორგი რუსის გაძევების გამო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აბულასან იობისძე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფეოდალური საგვარეულოს მარუშიან – მარუშისძე – ვარდანის ძე – დადიანების კიდევ ერთი შტოს – იობისძეების წარმომადგენელია (ქ. ჩხატარაიშეილი) და მათი საგვარეულო სამარხი იყო აჭანდარის ეკლესია, რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა ხატის ფრაგმენტები.


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ. თბილისის „ლურჯი მონასტერი“. – „ქართული ხელოვნება“, ტ. 2. თბ., 1948;
  • ქართლის ცხოერება, ტ. 2. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959;
  • ჩხარტიშეილი ქ. აბულასან იობისძის წარწერა წებელდიდან და მისი ისტორიული მნიშვნელობა. – კრ: „საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები“, VI, თბ., 1990;


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები