ორბელი სუმბატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სუმბატ ორბელი (სვიმონ-ქმნილი)'''- ივანე ორბელის ძე, [[ამირსპას...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სუმბატ ორბელი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელი სუმბატ“)

16:48, 5 ივნისი 2017-ის ვერსია

სუმბატ ორბელი (სვიმონ-ქმნილი)- ივანე ორბელის ძე, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, ამ თანამდებობებით იხსენიება იგი სანაინის სომხურ, ჰნევაქისა და ბეთანიის ქართულ წარწერებში. 1155 წ-ის სამეფო გადატრიალების შედეგად, დავით დემეტრეს ძის ექვსთვიანი მეფობისას მას ჩამოერთვა ეს თანამდებობები და დემეტრე I-ის მსგავსად, სვიმონის სახელით, ბერად იქნა აღკვეცილი. მანდატურთუხუცესი დაამირსპასალარი დიდი სუმბატი გამოსახულია ბეთანიის საგვარეულო მონასტერში ბერმონაზვნის ჩოხით, თავის შვილ ივანე ორბელთან ერთად.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები