ყანის ნიორი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:ხახვისებრნი]] | [[კატეგორია:ხახვისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ბოლქვიანი მცენარეები ]] | [[კატეგორია:ბოლქვიანი მცენარეები ]] | ||
+ | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:07, 21 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Allium atroviolaceum Boiss - ყანის ნიორი
მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრ-სფერული, 1,5-2,5 სმ სისქის ბოლქვითა და 60-90 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი 4-5, ფართო ხაზური, 3-15 მმ სიგანის; ქოლგა სფერულია, მრავალყვავილიანი; ყვავილსაფარი მუქი წითელი, ალუბლისფერი ან მცირეოდენ ღია ფერის. ყვ. VI-VIII; ნყ. VII-IX.
ირანულ-თურანული სახეობაა. აღწერილია შირაზის მიდამოებიდან. ეკოტიპი პეტერბურგში (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).
საერთო გავრცელება: ყირიმი, შუა აზია, მთიანი თურქმენეთი, სირდარია, ირანი.
კავკასია: იმიერკავკასია: დაღესტანი; აღმ., დას. და სამხრ. ამიერკავკასია.
საქართველოში გავრცელებულია: იმერეთი, ქართლი, ქიზიყი, გარე კახეთი, გარდაბანი ( საქ. მც.სარკვ., 1969).
თბილისის მიდამოებისათვის ჩვეულებრივია.
ქსერომეზოფიტური სახეობაა, ხასიათდება ფართო ეკოლოგიური ამპლიტუდით, გვხვდება მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზ.დ. 350 მ სიმაღლიდან 1200 მ სიმაღლემდე. იზრდება ვაციწვერიან-წივანიან, ბუჩქნარ-ნაირბალახოვან მდელოებზე, მშრალ ველებსა და ნათესარებში, უფრო იშვიათად ბუჩქნაროვან რაყებში, ქვიშნარ, ღორღიან და წვრილმარცვლოვან სუბსტრატებზე. გვხვდება ხშირად და მრავლად, ზოგჯერ ქმნის დომინანტურ დაჯგუფებებს. აღნიშნული სახეობის როლი ცენოზის სტრუქტურაში მნიშვნელოვანია.