ბაიჩა
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
მომენტური მოქმედების დემონი ბაჲჩა წარმოადგენს ადამიანისათვის გაუგებარი ფსიქიკური მოვლენის (კოშმარის, მარტოობის შიშის, ინსტიქტური ზრახვების) სუსტად გაფორმებულ განსახიერებას. | მომენტური მოქმედების დემონი ბაჲჩა წარმოადგენს ადამიანისათვის გაუგებარი ფსიქიკური მოვლენის (კოშმარის, მარტოობის შიშის, ინსტიქტური ზრახვების) სუსტად გაფორმებულ განსახიერებას. | ||
− | თეონიმი „байча“ იშიფრება, როგორც „პატრონი, ღვთაება“ (ამოსავალია ძველთურქული бай – „პატრონი, განმგებელი, ღმერთი“; დამატებული აქვს კნინობითობის აფიქსი -ча). | + | თეონიმი „байча“ იშიფრება, როგორც „პატრონი, ღვთაება“ (ამოსავალია ძველთურქული бай – „პატრონი, განმგებელი, ღმერთი“; დამატებული აქვს კნინობითობის [[აფიქსი]] -ча). |
მიმდინარე ცვლილება 00:48, 23 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ბაჲჩა (Байча) – დემონური სული, აზმიჩის მსგავსი პერსონაჟი კავკასიის თურქულენოვანი ხალხების (ყარაჩელების, ბალყარელების, ყუმიკებისა და ნოღაელების) მითოლოგიაში. უცაბედად გამოჩენილი ბაჲჩა მარტოხელა მგზავრებს ნაცნობის ან ნათესავის ხმით ეძახის: თუ ეს ძახილი მკვეთრია, მგზავრს უბედურება ელოდება, თუ მშვიდი – წარმატება. აზმიჩისაგან განსხვავებით, ბაჲჩა ზოგჯერ ადამიანის დამხმარედაც გვევლინება. მისი სახელის ხსენებით ხდება უშვილობის გამომწვევი ავსულების განდევნა.
მომენტური მოქმედების დემონი ბაჲჩა წარმოადგენს ადამიანისათვის გაუგებარი ფსიქიკური მოვლენის (კოშმარის, მარტოობის შიშის, ინსტიქტური ზრახვების) სუსტად გაფორმებულ განსახიერებას.
თეონიმი „байча“ იშიფრება, როგორც „პატრონი, ღვთაება“ (ამოსავალია ძველთურქული бай – „პატრონი, განმგებელი, ღმერთი“; დამატებული აქვს კნინობითობის აფიქსი -ча).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, №1;
- Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.
[რედაქტირება] წყარო
[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]