რეჰანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
 
 
[[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ტუჩოსნები]]
 
[[კატეგორია:ტუჩოსნები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:17, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

რეჰანი - Ocimum basilicum L.

Ocimum basilicum L.რეჰანი (შაშკვლამი),

მეგრულად – სამშურე, საშურამი, შაშურამი.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, კულტურაში მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი; სწორმდგომი, დატოტვილი, 50-60 სმ-მდე სიმაღლის ღეროთი. ფოთლები მოპირისპირეა, მოგრძო-კვერცხისებრი, მოკლეყუნწიანი, ფოთლის ფირფიტა მთლიანია, ან ვიწროხერხისებრი. ღერო, ფოთლები და ჯამი დაფარულია მრავალუჯრედიანი ბეწვებით, მათ შორისაა ჯირკვლოვანი ბეწვებიც, საიდანაც მიიღება ეთერზეთები. ყვავილი ზიგომორფულია, შეკრებილია 6-10 ყვავილიან ჯგუფებად, ღეროების ტოტებზე წარმოქმნიან გრძელ ყვავილედებს. გვირგვინის ფურცლები თეთრია ან მკრთალი ვარდისფერი, იშვიათად იისფერი. ნაყოფი შედგება 4 კაკლისაგან, რომლებიც მომწიფებისას ერთმანეთს სცილდება. ყვ. VIII-X; ნაყ. IX-XI. სამშობლო სამხრეთ აზიაა, სადაც ველურად იზრდება. კულტივირებულია თბილ ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და საქართველოში.

შაშკვლამი

მნიშვნელოვანი ეთერზეთოვანი, არომატული მცენარეა; საჭმელში იხმარება როგორც სანელებელი.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი (მცენარის მიწისზედა ნაწილები); შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, საპონინებს, ტანინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინ C-ს.

ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოყენებული იყო თვალის სნეულების მკურნალობისათვის. სამკურნალოდ ბალახთან ერთად თესლიც იხმარებოდა. ფიქრობდნენ, რომ რეჰანის წასმა თავზე ხელს უწყობდა თმის ზრდას. თესლი კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო წამლების შემადგენლობაშიც შედიოდა, იხმარებოდა კბილებისა და ღრძილების გამოსაწმენდად.

ხასიათდება მატონიზირებელი, მადისმომგვრელი, ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და ანტიმიკრობული მოქმედებით. ამჟამად გამოიყენება შარდ-სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების, ხველების, ძნელადშეხორცებადი ჭრილობების, ეგზემის, მეტეორიზმის, კოლიტის, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, სტომატიტების, პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს.

რეჰანის ეთერზეთების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი სისხლის მაღალი შედედებისა და ორსულობისას. აუცილებელია მისი შემოწმება ინდივიდუალურ შეუთავსებლობასთან დაკავშირებით (ბიძინაშვილი, 2013).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები