გარდაბნის ვაკე
(ახალი გვერდი: გარდაბნის ვაკე '''გარდაბნის ვაკე (ყარაიის ველი...) |
12:01, 28 ნოემბერი 2023-ის ვერსია
გარდაბნის ვაკე (ყარაიის ველი) ყარაიაზი განლაგებულია ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ივრის ზეგანს (ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით), მდინარე მტკვარსა (დასავლეთით) და საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს (სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით) შორის. გარდაბნის ვაკე აკუმულაციური ტერასული ვაკეა. სიმაღლე 260-450 მ, აგებულია ძველი და ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით (რიყნარი, ქვიშნარი, თიხნარი). ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,9°C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3°C, ივლისი 25,3°C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა - 25°C, აბსოლუტური მაქსიმალური 41°C. ნალექები 422 მმ წელი- წადში. მაქსიმალური მაისშია (68 მმ), მინიმალური - იანვარში (16 მმ). გარდაბნის ვაკე მდინარეებით ღარიბია. დასავლეთით ჩამოუდის მდინარე მტკვარი, ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვის გარდაბნის არხით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ჯანდარის ტბა. გარდაბნის ვაკეზე ჭარბობს სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებსა და ურწყავ უბნებში გავრცელებულია დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები, მდინარე მტკვრის გაყოლებით - ალუვიური ნიადაგი.
მცენარეულ საფარში გაბატონებულია მშრალი სტეპისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები. დამახასიათებელია უროიანი და ავშნიან-უროიანები. ფართოდაა გავრცელებული ავშანი და მლაშობის მცენარეები. მტკვრის სანაპიროზე ფრაგმენტებად შემორჩენილია ჭალის ტყეები. გარდაბნის ვაკის ფარგლებში განვითარებულია ჭალის ტყის, ტერასული ვაკის სტეპისა და ნახევარუდაბნოს მშრალი სტეპის ლანდშაფტები. ვაკის დიდი ნაწილი გადახნულია, გამოყენებულია მარცვლეული და ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურებისათვის, ურწყავ ადგილებზე საძოვრებია. გარდაბნის ვაკის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ჯანდარის ტბამდე, მტკვრის მარცხენა მხარეს, მცენარეული საფარი უროიანებისაგან შედგება, რომელიც ქმნის ძლიერ კორდებს; მასთან ერთად გვხვდება უროიან-ვაციწვერიანი (Bothriochloa ischaemum + Festuca valesiana) ფიტოცენოზები. აქ წარმოდგენილია კონსტანტური სახეობები: Paliurus spina-christi, Astracantha caucasica, Rhamnus pallasii, Rosa canina, Prunus spinosa, Carpinus orientalis, Spiraea hypericifolia, Dactylis glomerata, Thymus tiflisiensis, Artemisia
- ==წყარო==