განზომილება (მათემატიკაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
XIX ს-ის შუა წლებამდე [[გეომეტრია]] სწავლობდა მხოლოდ პირველი სამი განზომილების ფიგურებს. მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნების განვითარების შედეგად XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გეომეტრია შეისწავლის ნებისმიერი განზომილების ფიგურებს. | XIX ს-ის შუა წლებამდე [[გეომეტრია]] სწავლობდა მხოლოდ პირველი სამი განზომილების ფიგურებს. მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნების განვითარების შედეგად XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გეომეტრია შეისწავლის ნებისმიერი განზომილების ფიგურებს. | ||
− | |||
− | |||
− | |||
ხაზი 13: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 21:57, 28 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
განზომილება – მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა შ ი – რიცხვი, რომელიც ტოლია ერთისა, თუ ფიგურა წარმოადგენს წრფეს, ორის – თუ ფიგურა წარმოადგენს ზედაპირს, სამისა – თუ ფიგურა წარმოადგენს სხეულს.
ანალიზური გეომეტრიის თვალსაზრისით ფიგურის განზომილება უდრის კოორდინატთა რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამ ფოგურაზე მდებარე წერტილის განსაზღვრისათვის. მაგალითად, წერტილის მდებარეობდა წირზე განისაზღვრება ერთი კოორდინატით, ზედაპირზე – ორით, სამგანზომილებიან სივრცეში – სამით.
XIX ს-ის შუა წლებამდე გეომეტრია სწავლობდა მხოლოდ პირველი სამი განზომილების ფიგურებს. მრავალგანზომილებიანი სივრცის ცნების განვითარების შედეგად XIX ს-ის მეორე ნახევრიდან გეომეტრია შეისწავლის ნებისმიერი განზომილების ფიგურებს.