ზანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მდინარე ზანა მდინარე ზანა მდებარეობს ხობის მუ...) |
10:27, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია
მდინარე ზანა მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადია, სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 69,7 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე. უერთდება 60-მდე შენაკადი, რომელთა ჯამური სიგრძეა 86 კმ. მდინარის ხეობაშია ნაზოდელავოს მღვიმე.