ასხის მასივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 18: ხაზი 18:
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია:გეოგრაფიული ადგილები საქართველოში‏‎]]
+
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია‏‎]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს მთის მასივები‏‎]]

22:37, 1 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ასხის მასივი

ასხის მასივი - ასხის მასივი 27 კმ­-ზე ვრცელდება ტეხურიდან ცხენისწყლამდე, ხო­ლო მისი სიგანე 25 კმ აღწევს. მის რელიეფში განირჩევა რამდენიმე ღრმული, პლატოსებრი უბნები, სერები და მასივის კიდურ ნაწილებში მდინარეთა კანიონები. ასხის კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს ე.წ. „მაიდანი“, ნახევრად პლატო, ნახევრად ტაფობი, რომლის აბსოლუტური სიმაღლეა 2000­-2100 მ. მაიდანი დაცხრილულია კარსტული ძაბრებით, რომლებშიც პატარა ტბები და ნელი დნობის პროცესში მყოფი თოვლის ლაქებია მოთავსებული. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრება წაჩხუ­რის და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. აბაშა და ოკაცე სათავეებში ჩანჩქერებს აჩენენ. აბაშისა და მისი შენაკადების ხეობებში გახსნილია ჰორიზონტალური კარსტული მღვიმეები: ჯორწყუს მღვიმე, სოფ. ბალდასთან მდებარე მოთენას მღვიმე. ჯორწყუს მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი დომბის, მღვიმური დათვისა და ფოცხვერის ძვლები და ქვის ხანის კულტურული შრე.

სამეგრელოს ქედის სამხრეთის ფერდობების ხეობები ვიწროა და ძნელი გასასვლელი. ტეხურისა და მისი შენაკადის ლებარდეს ხეობებს გაუყვება თავბრუდამხვევი, სახიფათო გზა, რომელიც კურორტ ლებარ­დეს სამეგრელოს მჭიდროდ დასახლებულ მთისწინეთს აკავშირებს. ხობის ხეობა ლუგელას მინერალურ წყაროს ზემოთ თითქმის გაუვალია.

სამეგრელოს ქედისა და ფანავის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის თხემს წარსულში გამყინვარება განუცდიათ, მყინვარები ტეხურას ხეობაში 2100 მ სიმაღლემდე ჩამოდიოდნენ, ხობის მთავარ ხეობაში 1800 მ-­მდე, მეგო­ლას ხეობაში 1900 მ­-მდე. მაგანას სათავეებში ყინვარული მოქმედებით გამომუშავებულია ალპურ ზონაში სილამაზით გამორჩეული ტობავარჩხილის ტბის ტაფობი. ძველი გამყინვარების კვალი აღინიშნება ღალიძ­გასა და მოქვის სათავეებშიც.

ასხის მასივი არის სამეგრელოს ყველაზე ვრცელი, მაღალი და კარს­ტული ასხის მასივი არის სამეგრელოს ყველაზე ვრცელ იწარმონაქმნებით მდიდარი კირქვული მასივი. ასხის კიდეებში დასავლეთიდან იჭრებიან წაჩხურისა და აბაშის კანიონები, ხოლო სამხრეთიდან ოკაცეს კანიონი. ასხის კირქვული მასივი გამოირჩევა რელიქტური და ენდემური მცე­ნარეების სიჭარბით.

ასხის პლატოზე ვხვდებით დასავლეთ საქართველოს კირქვებისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა კოლხურ ენდემურ სახეობას და მათ მიერ შექმნილ ენდემურ თანასაზოგადოებას, როგორიცაა, მაგალითად ვორონოვიას და პონტური ისლის მიერ შექმნილი სუბალპური მდელოები, ან ელენეს ბაიას მიერ შექმნილი ალპური ხალები. განსაკუთრებით გამოვყოფდით ასხის პლატოს დასავლეთ მონაკვეთს, სადაც ორი მთის გადაკვეთა ხდება, მთა ჩღვინდღულას და ოფიცარის ქედის, სადაც გავრცელე­ ბულია კოლხური ენდემები: კოლხური ყოჩივარდა, მეგრული მაჩიტა, ძაკუს მაჩიტა, კოლხური ვარსკვლავა, მიგარიის ცირცელი, ცირცელი, კავკასიური ცირცელი, კოლხური არაბულა, აფხაზური მინუარცია, უმბელიკუსი და სხვ.

ენდემური გვარებიდან ამ ტერიტორიებზე გვხვდება ალბოვიოდოქსა, ვორონოვია, კოლხური კემუ­ლარიელა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მთელს კოლხეთში დაფნის ბუნებრივი დაჯგუფებები მხოლოდ სამეგრელოს კირქვიანებზე (ძირითადად ურთას მთაზე) გვხვდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები