ფუნქციის პირველყოფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფუნქციის პირველყოფილი''' (ფუნქციის პირველადი) − მოცემული f ფ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფუნქციის პირველყოფილი“ გადაიტანა გვერდზე „ფუნქციის პირველადი“) |
16:59, 11 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ფუნქციის პირველყოფილი (ფუნქციის პირველადი) − მოცემული f ფუნქციის პირველყოფილი (პირველადი) ეწოდება ისეთ F ფუნქციას, რომლის წარმოებული (მოცემულ შუალედში) მოცემული f ფუნქციის ტოლია, ე. ი. F' = f .
მოცემული ფუნქციის პირველყოფილის მოძებნა ხდება გაწარმოების შებრუნებული მოქმედებით. ის არ არის ცალსახა. მოცემული f ფუნქციისათვის არსებობს უსასრულოდ დიდი რაოდენობის პირველყოფილი ფუნქცია.
f ფუნქციის ყველა პირველყოფილი ფუნქციების ერთობლიობას ეწოდება განუსაზღვრელი ინტეგრალი f-დან.
ყოველგვარი უწყვეტი f ფუნქციისათვის არსებობს პირველყოფილი (პირველადი) ფუნქცია.