სიმფონია (ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიმფონია''' – ლექსიკონი, რომელშიც სრულად აღინუსხება ამა თუ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
 
[[საქართველო]]ში სიმფონიების შედგენის ტრადიცია არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პირველად, სიმფონიური აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს შეეხო. ასეთი ლექსიკონი კ. ჭიჭინაძემ დაურთო მის მიერ 1934 გამოცემულ პოემის ტექსტს. მასში სალექსიკონო ერთეულებად აღებულია ანბანთრიგზე გაწყობილი სიტყვაფორმები.
 
[[საქართველო]]ში სიმფონიების შედგენის ტრადიცია არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პირველად, სიმფონიური აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს შეეხო. ასეთი ლექსიკონი კ. ჭიჭინაძემ დაურთო მის მიერ 1934 გამოცემულ პოემის ტექსტს. მასში სალექსიკონო ერთეულებად აღებულია ანბანთრიგზე გაწყობილი სიტყვაფორმები.
 +
 +
სიმფონიების აგებას სათანადო მეცნიერული საფუძველი შეუქმნა ა. შანიძის მიერ შედგენილმა ლექსიკონებმა. მან ამგვარი ლექსიკონი ჯერ „ხანმეტი ლექციონარის" გამოცემას (1944) დაურთო, შემდეგ კი „ვეფხისტყაოსნის” სიმფონიაც გამოსცა (1956). 1949 ი. იმნაიშვილმა შეადგინა ქართული ოთხთავის ს-ლექსიკოჩი, რომლის რედაქტორი იყო ა. შანიძე, ა. შანიძის პრინციპებით შედგენილ ლექსიკონებში, სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია მასდარის ფორმა, ხოლო თუ ზმნას ასეთი
 +
ფორმა არ მოეპოვება, ამოსავლიდ აღებულია მისი ფუძე ან ძირი. თუკი მასდარი და პირიანი ფორმა ერთმანეთს სცილდება (მოვიდა – მოსვლა). აღებულია პირიანი ფორმის ფუძე. ამავე დროს, გარკვეულ ზმნურ კატეგორიათა (ქცევა, ვნებითი გვარი) აფიქსური წარმოების საჩვენებლად შემოღებულია ე. წ. ინდექსი (0. ა, ი, იუ, ე, დ/ნ). დანარჩენი ფორმები შედის ბუდეში. არსებითად ამავე წესით არის აგებული [[გოგატიშვილი|გ. გოგატიშვილი]]ს მიერ შედგენილი „ნ. ბარათაშვილის თხზულებათა სიმფონია“ (1973).

01:45, 13 დეკემბერი 2023-ის ვერსია

სიმფონიალექსიკონი, რომელშიც სრულად აღინუსხება ამა თუ იმ მწერლის, ან რომელიმე ცალკეული თხზულების ლექსიკა. ამგეარ ლექსიკონს სიმფონიურ ლექსიკონს უწოდებენ. გამოიყენება აგრეთვე ტერმინი ს-ლექსიკონი, რომელიც იმით განსხეავდება სიმფონიისგან. რომ ამ უკანასკნელში სახელწოდების სიტყვაფორმათა სტატისტიკასთან ერთად, სიტყვის განმარტებაც არის წარმოდგენილი (ა. შანიძე). სიმფონია გულისხმობს მოცემულ სალექსიკონო ერთეულთან შესაბამისი ფუძის სიტყვაფორმათა სრულ თავმოყრას. ამ თვალსაზრისით სიმფონია სიხშირულ მონაცემებსაც შეიცავს. სიმფონიის თითოეულ სიტყვაფორმას შეიძლება ახლდეს მოკლე ილუსტრაცია.

საქართველოში სიმფონიების შედგენის ტრადიცია არსებობს. ნიშანდობლივია, რომ პირველად, სიმფონიური აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტს შეეხო. ასეთი ლექსიკონი კ. ჭიჭინაძემ დაურთო მის მიერ 1934 გამოცემულ პოემის ტექსტს. მასში სალექსიკონო ერთეულებად აღებულია ანბანთრიგზე გაწყობილი სიტყვაფორმები.

სიმფონიების აგებას სათანადო მეცნიერული საფუძველი შეუქმნა ა. შანიძის მიერ შედგენილმა ლექსიკონებმა. მან ამგვარი ლექსიკონი ჯერ „ხანმეტი ლექციონარის" გამოცემას (1944) დაურთო, შემდეგ კი „ვეფხისტყაოსნის” სიმფონიაც გამოსცა (1956). 1949 ი. იმნაიშვილმა შეადგინა ქართული ოთხთავის ს-ლექსიკოჩი, რომლის რედაქტორი იყო ა. შანიძე, ა. შანიძის პრინციპებით შედგენილ ლექსიკონებში, სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია მასდარის ფორმა, ხოლო თუ ზმნას ასეთი ფორმა არ მოეპოვება, ამოსავლიდ აღებულია მისი ფუძე ან ძირი. თუკი მასდარი და პირიანი ფორმა ერთმანეთს სცილდება (მოვიდა – მოსვლა). აღებულია პირიანი ფორმის ფუძე. ამავე დროს, გარკვეულ ზმნურ კატეგორიათა (ქცევა, ვნებითი გვარი) აფიქსური წარმოების საჩვენებლად შემოღებულია ე. წ. ინდექსი (0. ა, ი, იუ, ე, დ/ნ). დანარჩენი ფორმები შედის ბუდეში. არსებითად ამავე წესით არის აგებული გ. გოგატიშვილის მიერ შედგენილი „ნ. ბარათაშვილის თხზულებათა სიმფონია“ (1973).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები