ბრუნვა (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბრუნვა''' – სახელის [[გრამატიკული კატეგორია]], რომელიც განასხვავებს ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს ფორმალურ-გრამატიკული თვალსაზრისით.
 
'''ბრუნვა''' – სახელის [[გრამატიკული კატეგორია]], რომელიც განასხვავებს ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს ფორმალურ-გრამატიკული თვალსაზრისით.
  
ბრუნვა  როგორც გრამატიკული კატეგორია, ერთსა და იმავე დროს მორფოლოგიურიცაა და სინტაქსურიც. როგორც მორფოლოგიურ კატეგორიას, ბრუნვას სიტყვის სტრუქტურაში მკაცრად განსასღვრული ადგილი აქვს. ბრუნვის გამომხატველი ფორმანტი ქართულში სუფიქსია იგი უშუალოდ დაერთვის ფუძეს (ან მრ. რიცხვის აღმნიშენელ ბოლოსართს მოსდევს).  
+
ბრუნვა  როგორც გრამატიკული კატეგორია, ერთსა და იმავე დროს მორფოლოგიურიცაა და სინტაქსურიც. როგორც მორფოლოგიურ კატეგორიას, ბრუნვას სიტყვის სტრუქტურაში მკაცრად განსასღვრული ადგილი აქვს. ბრუნვის გამომხატველი ფორმანტი ქართულში სუფიქსია იგი უშუალოდ დაერთვის ფუძეს (ან მრ. რიცხვის აღმნიშვნელ ბოლოსართს მოსდევს).  
  
ყოველი ბრუნვის ფორმა გამოხატავს ძირითად, ამოსავალ მნიშვნელობას, რომელიც ნიუანსობრივად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობის გამომხატველია ფუძე; ბრუნვის ფორმის მნიშვნელობის ნიუანსურ სხვაობას განსაზღვრავს აგრეთვე წინადადებაში მასთან დაკაეშირებული სხვა სიტყვაფორმის ლექსიკურ-გრამატიკული მნიშენელობა (შდრ: „მეზობელ-ს ხატავს“ და „მეზობელ-ს უხატავს“.
+
ყოველი [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვის]] ფორმა გამოხატავს ძირითად, ამოსავალ მნიშვნელობას, რომელიც ნიუანსობრივად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობის გამომხატველია ფუძე; ბრუნვის ფორმის მნიშვნელობის ნიუანსურ სხვაობას განსაზღვრავს აგრეთვე წინადადებაში მასთან დაკავშირებული სხვა სიტყვაფორმის ლექსიკურ-[[გრამატიკული მნიშვნელობა]] (შდრ: „მეზობელ-ს ხატავს“ და „მეზობელ-ს უხატავს“.
  
 
სიტყვაფორმის ფუძის ლექსიკურ მნიშვნელობასთან ურთიერთობის სახე განსასღვრავს ბრუნვის მორფოლოგირ, ფუნქციას, ხოლო სიტყვაფორმის ურთიერთმიმართება წინადადების სხვა წევრებთან – ბრუნვის სინტაქსურ ფუნქციას.
 
სიტყვაფორმის ფუძის ლექსიკურ მნიშვნელობასთან ურთიერთობის სახე განსასღვრავს ბრუნვის მორფოლოგირ, ფუნქციას, ხოლო სიტყვაფორმის ურთიერთმიმართება წინადადების სხვა წევრებთან – ბრუნვის სინტაქსურ ფუნქციას.
  
XVIII-- XIX სს. ქართული [[გრამატიკა|გრამატიკებში]] ბრუნვების რაოდენობისა და ფორმების საკითხის შესახებ ერთნაირი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა ბრუნვების რაოდენობა, ნაწილობრივ, XX ს-შიც საკამათოდ რჩებოდა. საქმე ეხება წოდებით ბრუნვას. თუ ერთი მოსაზრებით იგი სრულუფლებიანია და მისი ადგილი სხვა ბრუნვებს შორისაა ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]), სხვა მოსაზრებით მისი ბრუნვად მიჩნევა შეუძლებელია (არნ. ჩიქობავა, ე. თოფური)
+
XVIII−XIX სს. ქართული [[გრამატიკა|გრამატიკებში]] ბრუნვების რაოდენობისა და ფორმების საკითხის შესახებ ერთნაირი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა ბრუნვების რაოდენობა, ნაწილობრივ, XX ს-შიც საკამათოდ რჩებოდა. საქმე ეხება წოდებით ბრუნვას. თუ ერთი მოსაზრებით იგი სრულუფლებიანია და მისი ადგილი სხვა ბრუნვებს შორისაა ([[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]), სხვა მოსაზრებით მისი ბრუნვად მიჩნევა შეუძლებელია (არნ. ჩიქობავა, ე. თოფური)
  
 
თანამედღროვე ქართულში (წოდებითის ჩათვლით) შვიდ ბრუნვას გამოყოფენ. თითოეულს თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვის ფორმები ქმნიან ჩამოყალიბებულ სისტემას:  
 
თანამედღროვე ქართულში (წოდებითის ჩათვლით) შვიდ ბრუნვას გამოყოფენ. თითოეულს თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვის ფორმები ქმნიან ჩამოყალიბებულ სისტემას:  
ხაზი 14: ხაზი 14:
 
მოთხრობითი ბრუნვა – -მა (ხმოვანფუძიანებთან – -მ); <br /
 
მოთხრობითი ბრუნვა – -მა (ხმოვანფუძიანებთან – -მ); <br /
 
მიცემითი გრუნვა – -ს; <br /
 
მიცემითი გრუნვა – -ს; <br /
ნათესაობითი ბრუნვა – -ის (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -ს, -სი); <br /მოქმედყბითი ბრუნვა – -ით (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -თი); <br /
+
ნათესაობითი ბრუნვა – -ის (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -ს, -სი); <br /მოქმედებითი ბრუნვა – -ით (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -თი); <br /
 
ვითარებითი ბრუნვა – -ად (ხმოვანფუძიან სახელებთან –-დ); <br /
 
ვითარებითი ბრუნვა – -ად (ხმოვანფუძიან სახელებთან –-დ); <br /
 
წოდებითი ბრუნვა – -ო (ხმოვანფუძიანებთან – -ე ან Ø). <br /
 
წოდებითი ბრუნვა – -ო (ხმოვანფუძიანებთან – -ე ან Ø). <br /

13:57, 13 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ბრუნვა – სახელის გრამატიკული კატეგორია, რომელიც განასხვავებს ერთი და იმავე ლექსიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს ფორმალურ-გრამატიკული თვალსაზრისით.

ბრუნვა როგორც გრამატიკული კატეგორია, ერთსა და იმავე დროს მორფოლოგიურიცაა და სინტაქსურიც. როგორც მორფოლოგიურ კატეგორიას, ბრუნვას სიტყვის სტრუქტურაში მკაცრად განსასღვრული ადგილი აქვს. ბრუნვის გამომხატველი ფორმანტი ქართულში სუფიქსია იგი უშუალოდ დაერთვის ფუძეს (ან მრ. რიცხვის აღმნიშვნელ ბოლოსართს მოსდევს).

ყოველი ბრუნვის ფორმა გამოხატავს ძირითად, ამოსავალ მნიშვნელობას, რომელიც ნიუანსობრივად იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობის გამომხატველია ფუძე; ბრუნვის ფორმის მნიშვნელობის ნიუანსურ სხვაობას განსაზღვრავს აგრეთვე წინადადებაში მასთან დაკავშირებული სხვა სიტყვაფორმის ლექსიკურ-გრამატიკული მნიშვნელობა (შდრ: „მეზობელ-ს ხატავს“ და „მეზობელ-ს უხატავს“.

სიტყვაფორმის ფუძის ლექსიკურ მნიშვნელობასთან ურთიერთობის სახე განსასღვრავს ბრუნვის მორფოლოგირ, ფუნქციას, ხოლო სიტყვაფორმის ურთიერთმიმართება წინადადების სხვა წევრებთან – ბრუნვის სინტაქსურ ფუნქციას.

XVIII−XIX სს. ქართული გრამატიკებში ბრუნვების რაოდენობისა და ფორმების საკითხის შესახებ ერთნაირი აზრი არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა ბრუნვების რაოდენობა, ნაწილობრივ, XX ს-შიც საკამათოდ რჩებოდა. საქმე ეხება წოდებით ბრუნვას. თუ ერთი მოსაზრებით იგი სრულუფლებიანია და მისი ადგილი სხვა ბრუნვებს შორისაა (ა. შანიძე), სხვა მოსაზრებით მისი ბრუნვად მიჩნევა შეუძლებელია (არნ. ჩიქობავა, ე. თოფური)

თანამედღროვე ქართულში (წოდებითის ჩათვლით) შვიდ ბრუნვას გამოყოფენ. თითოეულს თავისი ნიშანი აქვს. ბრუნვის ფორმები ქმნიან ჩამოყალიბებულ სისტემას:

სახელობითი ბრუნვა – ი (ხმოვანფუძიან სახელებთან – Ø);
მოთხრობითი ბრუნვა – -მა (ხმოვანფუძიანებთან – -მ); <br / მიცემითი გრუნვა – -ს; <br / ნათესაობითი ბრუნვა – -ის (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -ს, -სი); <br /მოქმედებითი ბრუნვა – -ით (ფუძეუკვეცელ სახელებთან – -თი); <br / ვითარებითი ბრუნვა – -ად (ხმოვანფუძიან სახელებთან –-დ); <br / წოდებითი ბრუნვა – -ო (ხმოვანფუძიანებთან – -ე ან Ø).
*კაციი > კაცი (ა. შანიძე), კაც მან > კაცმან > კაცმა (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა).

ძველ ქართულში ბრუნვათა ფუნქციონირების თავისებურებათა ანალიზის შედეგად გამოყოფენ უძველეს – ნათ.-მოქმ. [იის, -ით (ოდ), -ინ, - ივ ალომორფებით წარმოდგენილ] და მიც. მიმართულებით (-ას, -ად, -ან, -ავ ალომორფებით წარმოდგეილ) ბრუნვებს (ე. თოფურია, ე. ბაბუნაშვილი, თ. შარაძენიძე).

ბრუნვის ნიშანს შეიძლება დაერთოს ემფატიკური ხმოვანი -ა; ნათესაობითსა და მოქმედებითში ხმოვანფუმიან უკვეცელ სახელებში ა-ს ენაცელება -ი ხმოვანი (წყარო-ს-ი, წყარო-თ-ი).

კ. გაბუნია



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. თბ., 1953 (1973, 1980);
  • მისივე, ძუელი ქართული ენის გრამატიკა. თბ., I976;
  • ბაბუნაშვილი ე. მიცემითი და ვითარებითი ბრუნეების ურთიერთობისათვის ძველ ქართულში. – კრ.: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. I, ე. თიოფურიას რედ. თბ., 1956;
  • თოფურია ე. წოდებითი ბრუნვისათვის. – იქეე;
  • შანიძე ა. წიდებითის ფორმის აღგილისათვის გრამატიკაში. – იქვე;
  • შარაძენიძე თ. მოქმედებითი და მიმართულებითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – იქვე;
  • ცერცვაძე ი. ბრუნვათა საკითხი XVIII და XIX სს. ქართეელ გრამატიკოსებთან. – იქვე;
  • იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულიში, თბ., 1957;
  • თოფურია ე. ნ და ს ფენებისათვის ქართველურ ენებში. – იხ. მისი: შრომები, ტ. 1. თბ...1979;
  • ონიაჩი ა. ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები, თბ., 1989


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები