გრემის ტრილინგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გრემის ტრილინგვა''' – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გრემის ტრილინგვა''' – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წარწერა [[გრემის ეკლესიების კომპლექსი|გრემი]]ერთ-ერთი უბნის – „თარსა გალავნის" ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის [[ტიმპანი]]ს ქვაზე. სამივე წარწერა რელიეფურია.  
+
'''გრემის ტრილინგვა''' – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წარწერა [[გრემის კომპლექსი|გრემის]] ერთ-ერთი უბნის – „თარსა გალავნის" ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის [[ტიმპანი]]ს ქვაზე. სამივე წარწერა რელიეფურია.  
 
სომხური ტექსტი შესრულებულია [[ასომთავრული]]თ, „ერკათაგირით"  
 
სომხური ტექსტი შესრულებულია [[ასომთავრული]]თ, „ერკათაგირით"  
 
(I0 სტრიქონი), ქართული – მხედრულით (13 სტრიქონი). სპარსული – ნასთალიკით (9 სტრიქონი). ტექსტების ძირითად ნაწილში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ არის  
 
(I0 სტრიქონი), ქართული – მხედრულით (13 სტრიქონი). სპარსული – ნასთალიკით (9 სტრიქონი). ტექსტების ძირითად ნაწილში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ არის  

23:02, 13 დეკემბერი 2023-ის ვერსია

გრემის ტრილინგვა – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წარწერა გრემის ერთ-ერთი უბნის – „თარსა გალავნის" ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის ქვაზე. სამივე წარწერა რელიეფურია. სომხური ტექსტი შესრულებულია ასომთავრულით, „ერკათაგირით" (I0 სტრიქონი), ქართული – მხედრულით (13 სტრიქონი). სპარსული – ნასთალიკით (9 სტრიქონი). ტექსტების ძირითად ნაწილში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ არის განსხვავებებიც. ტრილინგვის ქართული ნაწილის ტექსტი ასეთია:

„მე, ფრიად ცოდვილმან მათარსი, აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისა მისისა: და ჟამსა შინა მეფობასა მისისა – პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა, ქრონიკონსა სჰა. და შევწირეთ კნინი შესაწირავი ესე: სამი კუამლი კაცი, ერთი წისქვილი, ერთი ვენაჴი და ორი ქულბაქი – საჴსრად სულისა ჩემისა. რამაცა ადამის მონათესივემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასაღ ჴელი დადვას, ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა, ამინ კირიალეისონ“.

ქრონიკონით თარიღი რშეესაბამება 1593-ს, ხოლო წარწერაში მოხსენიებული კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის 23-ე წელი – 1597-ს. წარწერის სომხურ და სპარსულ ნაწილში დასმულია ერთი და იგივე თარიღი – 1595. ეკლესიის ამშენებლისა და მისთვის შეწირულების გამცემის სახელი ქართულ და სპარსულ ტექსტში მათარსია, ხოლო სომხურ ნაწილში – მკრტიჩი, ძე ზაქარიასი, შევილიშვილი ქრისტონესი. სპარსულ ნაწილში აღნიშნულია მათარსის მეუღლის სახელიც – სანდუხტ სოლთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ახლავს ხოლმე ქალის ზოგიერთ სპარსულ სახელს – ა. შანიძე, ვ. ფუთურიძე). იგი ეკლესიის აშენების და წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილი ყოფილა. სახელი მათარსი არის დამახინჯებული ფორმა იერუსალიმში ნამყოფი პირის (მომლოცეელის, პილიგრიმის) აღმნიშვნელი ზედწოდებისა „მათესი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ასევე, მის სახელს უკავშირებენ ნაქალაქარ გრემის ერთ-ერთი უბნის სახელს – „თარსა გალავანი“, სადაც მათარსის აშენებული ეკლესია დგას „[მა]თარსის გალავანი“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები