ჩიჟავასძე კახაბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
| + | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| + | ქისკ 2013: 71; კლდიაშვილი 2008: 165. | ||
13:56, 6 ივნისი 2017-ის ვერსია
ჩიჟავასძე კახაბერ - ამირეჯიბი XIV ს-ის 80-იანი წწ. ამ პერიოდში სამეფო კარზე დიდად დაწინაურებული ჩანს ჩიჟავაძეთა საგვარეულო. ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათ სამეფო ოჯახთანაც. დაახლოებით XIV ს-ის ბოლო მეოთხედში ამირეჯიბი კახაბერ ჩიჟავასძეს ცოლად ჰყოლია ულუმპია, ბაგრატ V-ის (1360-1393) ასული, რაზედაც იუწყება ულუმპიას შეწირულების საბუთი სვეტიცხოველისადმი. იგივე ფაქტი დადასტურებულია სინას მთის წმმინდა ეკატერინეს მონასტრის სულთა მატიანეში ულუმპიას სახელზე დაწესებულ მოსახსენებელში.
წყაროები და ლიტერატურა
ქისკ 2013: 71; კლდიაშვილი 2008: 165.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017