დეტერმინანტი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დეტერმინანტი, დეტერმიბატივი''' (ლათ. determinans – განმსაზღერელი), 1. ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დეტერმინანტი, დეტერმიბატივი''' (ლათ. determinans – განმსაზღერელი),  
+
'''დეტერმინანტი, დეტერმინატივი''' (ლათ. determinans – განმსაზღერელი),  
  
1. გრამატიკული ან ლექსიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს საგანთა კლასიდან რომელიმე წევრის გამოყოფას (არტიკლები, ჩვენებითი ნაცვალსახელები). სიტყვაწარმოებაში დეტერმინანტი აღნიშნავს რთული სიტყვის კომპონენტს, რომელიც მეორე კომპონენტის განსაზღვრებაა (წყალბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი…)
 
ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი დეტერმინანტი გამოყენებულია (არჩ. ჩიქობავა) სახელური ფუძეების (სუბსტანტივის, ატრიბუტის) საწარმოებელი სუფიქსების (-ალ, -ელ, -ულ, -ოლ, -ლ) აღსანიშნავად, რომლებიც გამოყოფილია მანამდე ფუძისეულად ცნობილ მასალაში, მაგრამ ამჟამად [[აფიქსი|აფიქსებად]] არ აღიქმება: წყ-ალ, მაღ-ალ, ყჟინ-ულ, ქს-ელ, წით-ელ, გ-ულ, ზაფხ-ულ, მამ-ულ, ფრჩხ-ილ, ცოლ, ვაშ-ლ, თაფ-ლ, მრჩობ-ლ… დეტერმინანტების მეშვეობით უნდა მომხდარიყო გაუდიფერენცირებელი (სახელისა ღა ზმნისთვის საერთო) ძირებისაგან გარკვეული ფუძის, როგორც სახელის, კონკრეტიზაცია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ თავდაპირველად აღნიშნულ სუფიქსებს დეიქტური ნაწილაკების ფუნქცია უნღა ჰქონოდათ.  
+
ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი დეტერმინანტი გამოყენებულია (არჩ. ჩიქობავა) სახელური ფუძეების (სუბსტანტივის, ატრიბუტის) საწარმოებელი სუფიქსების (-ალ, -ელ, -ულ, -ოლ, -ლ) აღსანიშნავად, რომლებიც გამოყოფილია მანამდე ფუძისეულად ცნობილ მასალაში, მაგრამ ამჟამად [[აფიქსი|აფიქსებად]] არ აღიქმება: წყ-ალ, მაღ-ალ, ყინ-ულ, ქს-ელ, წით-ელ, გ-ულ, ზაფხ-ულ, მამ-ულ, ფრჩხ-ილ, ცოლ, ვაშ-ლ, თაფ-ლ, მრჩობ-ლ… დეტერმინანტების მეშვეობით უნდა მომხდარიყო გაუდიფერენცირებელი (სახელისა ღა ზმნისთვის საერთო) ძირებისაგან გარკვეული ფუძის, როგორც სახელის, კონკრეტიზაცია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ თავდაპირველად აღნიშნულ სუფიქსებს დეიქტური ნაწილაკების ფუნქცია უნღა ჰქონოდათ.  
  
2. დამხმარე ნიშანი, იეროგლიფურ ლექსიკონში იეროგლიფის ადგილის მაჩვენებელი (მაგ., ჩინურში).
 
2. დამხმარე ნიშანი, იეროგლიფურ ლექსიკონში იეროგლიფის ადგილის მაჩვენებელი (მაგ., ჩინურში).

01:46, 17 დეკემბერი 2023-ის ვერსია

დეტერმინანტი, დეტერმინატივი (ლათ. determinans – განმსაზღერელი),

1. გრამატიკული ან ლექსიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს საგანთა კლასიდან რომელიმე წევრის გამოყოფას (არტიკლები, ჩვენებითი ნაცვალსახელები). სიტყვაწარმოებაში დეტერმინანტი აღნიშნავს რთული სიტყვის კომპონენტს, რომელიც მეორე კომპონენტის განსაზღვრებაა (წყალბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი…)

ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი დეტერმინანტი გამოყენებულია (არჩ. ჩიქობავა) სახელური ფუძეების (სუბსტანტივის, ატრიბუტის) საწარმოებელი სუფიქსების (-ალ, -ელ, -ულ, -ოლ, -ლ) აღსანიშნავად, რომლებიც გამოყოფილია მანამდე ფუძისეულად ცნობილ მასალაში, მაგრამ ამჟამად აფიქსებად არ აღიქმება: წყ-ალ, მაღ-ალ, ყინ-ულ, ქს-ელ, წით-ელ, გ-ულ, ზაფხ-ულ, მამ-ულ, ფრჩხ-ილ, ცოლ, ვაშ-ლ, თაფ-ლ, მრჩობ-ლ… დეტერმინანტების მეშვეობით უნდა მომხდარიყო გაუდიფერენცირებელი (სახელისა ღა ზმნისთვის საერთო) ძირებისაგან გარკვეული ფუძის, როგორც სახელის, კონკრეტიზაცია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ თავდაპირველად აღნიშნულ სუფიქსებს დეიქტური ნაწილაკების ფუნქცია უნღა ჰქონოდათ.

2. დამხმარე ნიშანი, იეროგლიფურ ლექსიკონში იეროგლიფის ადგილის მაჩვენებელი (მაგ., ჩინურში).

ლ. სანიკიძე.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები