დოდაშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დოდაშვილი კოტე''' – (გ. XI. 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოდაშვილი კოტე“ გადაიტანა გვერდზე „კოტე დოდაშვილი“)

15:14, 19 დეკემბერი 2023-ის ვერსია

დოდაშვილი კოტე – (გ. XI. 1919, თბილისი), ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე. მოღვაწეობდა XIX ს. 80-იან – XX ს. 10-იან წლებში. ავტორია ქართული გრამატიკისა და ქართული ლექსთწყობის საკითხებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წერილისა [„საგრამატიკო ესკიზი, ზოგიერთი მოსაზრებანი ზმნასე და ზმნის გამო“, „ქართული ლექსთწზყობა“, „საგრამატიკო კვლევა“, „ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა“, „სხვადასხვა წერილები“, „ივერიულის ფონეტიკისათვის“ (რუს. ენაზე)და სხვ], რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთებში – „ივერია“, „კვალი“ და „მოამბე“. ამ წერილებში დოდაშვილი განიხილავდა სახელთა ბრუნებისა და ზმნის უღვლილების საკვანძო საკითხებს ქართულში. ქართული ენის თანხმოვანთა კლასიფიკაციას წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით, ეხებოდა სალიტერატურო ქართული ენის, სიწმინდის საკითხებსაც. დოდაშვილს ბევრი მართებული და საინტერესო შეხედულება აქვს გამოთქმული ქართული გრამატიკის საკითხებზე. მკვლევარი სამართლიანად გამოყოფს ქართულში ერთ ბრუნებას (კანკლედობას); სწორია დასკენა ბრუნვათა ნაცვალსახელური წარმომავლობის შესახებ (ოღონდ, მისი აზრით, სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი ისი ნაცვალსახელიდან მომდინარეობს). მართებულია დოდაშვილის დაკვირვება თანდებულების დამოუკიდებელი მნიშვნელობის სიტყვებიდან მომდინარეობის შესახებ. ზმნის უღვლილებისას განიხილავს და ადგენს პირთა კომბინაციებს. პირთა მიმართების თვალსაზრისით გამოყოფს სუბიექტური („მიუმართავი“) და ობიექტური („მიმართული“) წყობის ზმნებს. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ III პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გამოსახატავად ზმნას რამდენიმე ნიშანი აქვს. აღწერს ჰ- პრეფიქსის ცვლილებას (ჰ > ს [ზ > შ]) დ, თ, ტ, ძ, ც. წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ, გამოყოფს ჰს მრჩობლ პრეფიქსს, აანალიზებს ობიექტური წყობის I პირის მრავლობითი რიცხვის გვ- პრეფიქსს და შლის მას გ- II პირისა და ვ-(მ) I პირის პრეფიქსებად.

სახარების ტექსტის ანალიზის საფუძეელზე დოდაშვილი იძლეეა -ნ სუფიქსური ელემენტის სწორ კვალიფიკაციას ზმნასა და სახელებში. საყურადდებოა, რომ ზმნის ფორმები მან წარმოების მიხედვით დააჯგუფა და ამის საფუძველზე ქართულში დრო-კილოთა ორი ჯგუფი გამოყო. ქართველურ (ივერიულ) ენათა გენეზისური ურთიერთობების კვლევა დოდაშვილს წინა აზიის მკვდარ და ცოცხალ კაეკასიურ ენებთან მიმართებით ესახებოდა.

მ. სუხიშვილი


ლიტერატურა

  • გაწერელია ა. ქართული კლასიკური ლექსი, თბ. 1953;
  • ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.) გ. მიქაძის რედ. და შენიშენებით, თბ., 1954;
  • აბესაძე ნ. გრამატიკის საკითხები XIX ს. ქართულ პერიოდულ გამოცემებში, თბ., 1960.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები