ენობრივი ნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ენობრივი ნიშანი''' – ბგერათმიმდევრობა (ბგერა), რომელიც მოც...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ენობრივი ნიშანი''' – ბგერათმიმდევრობა ([[ბგერა]]), რომელიც მოცემულ [[ენა (მეტყველება)|ენა]]ში გარკეეულ შინაარსს გამოხატავს. ამ გაგებით (რომელიც ფ. დე სოსიურის ზოგადლინგვისტურ მოძღვრებას უკაეშირდება), ენობრივი ნიშანს აქვს ორი მხარე – გამოხატულება და შინაარსი, ანუ სოსიურის ტერმინებით – აღმნიშვნელი (ფრანგ. signifiant) და აღსანიშნი (ფრანგ. signifie). აღმნიშვნელი, როგორც ენის ფაქტორი, დაკავშირებულია ბგერით სუბსტანციასთან, გვევლინება მის ფორმად (სოსიურის მიხედვით – ფსიქიკაში მუდმივად არსებულ ბგერით წარმოდგენად, ბგერით ხატად). აღსანიშნია სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი – საგანი,  
 
მოვლენა, მიმართება…, მაგრამ ნიშნის შემადგენლობაში ისინი წარმოდგენილი არიან ცნებების სახით. სინამდვილის ობიექტს (საგანს, მოვლენას…), რომელიც შეეთანადება ენობრივ აღსანიშნს, ეწოდება დენოტატი (რეფერენტი), ხოლო თვით მიმართებას – რეფერენცია. წარმოდგენილი ურთიერთობების საილუსტრაციოდ ხშირად მიმართავენ ე.წ. სემანტიკურ სამკუთხედს.
 
 +
 +
[[ფაილი:Semantikuri samkuTxedi.PNG|მარჯვნივ|200პქ|]]
 +
 +
ნიშნის შემადგენელი ორი მხარე არსებობს მხოლოდ ურთიერთკავშირის შედეგად: აღმნიშვნელი იმდენად არის ენობრივი აღმნიშვნელი, რამდენადაც ის რაიმეს (აღსანიშნით გადმოცემულს) გამოხატავს, ხოლო აღსანიშნი იმდენად არის ენობრივი აღსანიშნი, რამდენადაც ის ენობრივად გამოხატულია.
 +
 +
კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ნებისმიერია: ბგერათა თანმიმდეერობა, რომლითაც აღნიშნულია საგანი, არ არის შინაგანი აუცილებლობით დაკავშირებული ამ საგანთან (შდრ. ერთი და იმავე საგნის სახელწოდებები სხვადასხვა ენაში: ქართვალი თვალი, რუსული глаз, ინგლ. eye, ფრანგ. oeil, გერმ. auge…; ქართuli ქვეყანა, არაბ. balad(un), რუსuli страна, ინგლ. land…, ქართული ვარსკელავი, არაბ. kavkab(un), რუს. звезда და ა, შ. მაგრამ ნიშნის ნებისმიერობა არ ნიშნავს თავისუფლებას მოლაპარაკეთა მხრიდან მათ გამოყენებაში. ენობრივი კოლექტივის წევრებისათვის ნიშანი არ არის თავისუფალი, იგი იძულებითია, თავს მოხვეული, რასაც განაპირობებს ორი ფაქტორი: ენა, როგორც საკომუნიკაციო სისტემა არსებობს მხოლოდ სოციალურ რეალობაში. ფუნქციონირებისათვის მას სჭირდება, რომ ენობრივი ნიშნები საერთო იყოს კოლექტივის
 +
წევრებისათვის. მეორე მხრიე, ენა არ არსებობს დროის გარეშე. იგი მუდმიეად წარმოგვიდგება როგორც წინა საუკუნეებიდან მიღებული და შემდეგი თაობებისთვის გადაცემული კონვენციური სისტემა. ამგვარად, სოციალური მასა და დრო განაპირობებს ენის უწყვეტობას, გარკვეულწილად ზღუდავს ნიშნის თავისუფლებას.
 +
 +
იშნის ნებისმიერობა არ გამორიცხაეს ენაში აბსოლუტურად ნებისმიერი, არამოტივირებული ნიშნების გვერდით მოტივირებული ნიშნების არსებობას. მაგ. ქართ. რიცხვითი სახელები – ათი, ასი, რვა. არამოტივირებულია, მაგრამ მათგან ნაწარმოები – თვრამეტი (<ათ-რვა-მეტი), ათასი (<ათი-ასი) უკვე შედარებით მოტივირებულია, რადგან მათი შედგენილობა მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. ნებისმიერობის პრინციპი, რომელსაც შეუზღუდაობის პირობებში შეუძლია შექმნას დიდი სირთულეები, რამდენადმე რეგულირდება სწორედ ნიშანთა მოტივირების მეშვეობით.

17:50, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ენობრივი ნიშანი – ბგერათმიმდევრობა (ბგერა), რომელიც მოცემულ ენაში გარკეეულ შინაარსს გამოხატავს. ამ გაგებით (რომელიც ფ. დე სოსიურის ზოგადლინგვისტურ მოძღვრებას უკაეშირდება), ენობრივი ნიშანს აქვს ორი მხარე – გამოხატულება და შინაარსი, ანუ სოსიურის ტერმინებით – აღმნიშვნელი (ფრანგ. signifiant) და აღსანიშნი (ფრანგ. signifie). აღმნიშვნელი, როგორც ენის ფაქტორი, დაკავშირებულია ბგერით სუბსტანციასთან, გვევლინება მის ფორმად (სოსიურის მიხედვით – ფსიქიკაში მუდმივად არსებულ ბგერით წარმოდგენად, ბგერით ხატად). აღსანიშნია სინამდვილის ესა თუ ის ფრაგმენტი – საგანი, მოვლენა, მიმართება…, მაგრამ ნიშნის შემადგენლობაში ისინი წარმოდგენილი არიან ცნებების სახით. სინამდვილის ობიექტს (საგანს, მოვლენას…), რომელიც შეეთანადება ენობრივ აღსანიშნს, ეწოდება დენოტატი (რეფერენტი), ხოლო თვით მიმართებას – რეფერენცია. წარმოდგენილი ურთიერთობების საილუსტრაციოდ ხშირად მიმართავენ ე.წ. სემანტიკურ სამკუთხედს.

Semantikuri samkuTxedi.PNG

ნიშნის შემადგენელი ორი მხარე არსებობს მხოლოდ ურთიერთკავშირის შედეგად: აღმნიშვნელი იმდენად არის ენობრივი აღმნიშვნელი, რამდენადაც ის რაიმეს (აღსანიშნით გადმოცემულს) გამოხატავს, ხოლო აღსანიშნი იმდენად არის ენობრივი აღსანიშნი, რამდენადაც ის ენობრივად გამოხატულია.

კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ნებისმიერია: ბგერათა თანმიმდეერობა, რომლითაც აღნიშნულია საგანი, არ არის შინაგანი აუცილებლობით დაკავშირებული ამ საგანთან (შდრ. ერთი და იმავე საგნის სახელწოდებები სხვადასხვა ენაში: ქართვალი თვალი, რუსული глаз, ინგლ. eye, ფრანგ. oeil, გერმ. auge…; ქართuli ქვეყანა, არაბ. balad(un), რუსuli страна, ინგლ. land…, ქართული ვარსკელავი, არაბ. kavkab(un), რუს. звезда და ა, შ. მაგრამ ნიშნის ნებისმიერობა არ ნიშნავს თავისუფლებას მოლაპარაკეთა მხრიდან მათ გამოყენებაში. ენობრივი კოლექტივის წევრებისათვის ნიშანი არ არის თავისუფალი, იგი იძულებითია, თავს მოხვეული, რასაც განაპირობებს ორი ფაქტორი: ენა, როგორც საკომუნიკაციო სისტემა არსებობს მხოლოდ სოციალურ რეალობაში. ფუნქციონირებისათვის მას სჭირდება, რომ ენობრივი ნიშნები საერთო იყოს კოლექტივის წევრებისათვის. მეორე მხრიე, ენა არ არსებობს დროის გარეშე. იგი მუდმიეად წარმოგვიდგება როგორც წინა საუკუნეებიდან მიღებული და შემდეგი თაობებისთვის გადაცემული კონვენციური სისტემა. ამგვარად, სოციალური მასა და დრო განაპირობებს ენის უწყვეტობას, გარკვეულწილად ზღუდავს ნიშნის თავისუფლებას.

იშნის ნებისმიერობა არ გამორიცხაეს ენაში აბსოლუტურად ნებისმიერი, არამოტივირებული ნიშნების გვერდით მოტივირებული ნიშნების არსებობას. მაგ. ქართ. რიცხვითი სახელები – ათი, ასი, რვა. არამოტივირებულია, მაგრამ მათგან ნაწარმოები – თვრამეტი (<ათ-რვა-მეტი), ათასი (<ათი-ასი) უკვე შედარებით მოტივირებულია, რადგან მათი შედგენილობა მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. ნებისმიერობის პრინციპი, რომელსაც შეუზღუდაობის პირობებში შეუძლია შექმნას დიდი სირთულეები, რამდენადმე რეგულირდება სწორედ ნიშანთა მოტივირების მეშვეობით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები