ცახილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
:2. ბზიქთა და მსოითა.
 
:2. ბზიქთა და მსოითა.
  
Цæхил-ის ეტიმოლოგია ირანული ენის მეშვეობით ვერ ხერხდება; ამიტომაც შესაძლებლად მიიჩნევენ მის [[კავკასია|კავკასიურ]] წარმომავლობას.
+
Цæхил-ის [[ეტიმოლოგია]] ირანული ენის მეშვეობით ვერ ხერხდება; ამიტომაც შესაძლებლად მიიჩნევენ მის [[კავკასია|კავკასიურ]] წარმომავლობას.
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:18, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

ცახილ-ი (ოს. Цæхил) – ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ცახილოვების (Цæхилтæ) ძველი გვარის დამაარსებელი, ოსების პირველწინაპრის – ოს-ბაღათირის უმცროსი ვაჟი (ტრადიციულ ოსურ საზოგადოებაში ცახილოვები ვაზდანლაგებს წარმოადგენდნენ და კეთილშობილთა ფენას განეკუთვნებოდნენ). თქმულების თანახმად, ოს-ბაღათირის მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფის დროს ურსდონის ხეობა (სოფლები – დაგომი, ურსდონი, დონიფარსი) ქასთაირაღის ("უმცროსის წილი") სახით ცახილს ერგო. მას ჰყავდა სამი ვაჟი, რომელთაგან უფროსის – დაგას შთამომავლებმა დააფუძნეს დიდი სოფელი – დაგომი. დაგას მემკვიდრეები დღეისათვის ორ არვადალთად იყოფიან

1. აგნაევი – ზანგიევი, ქარსანოვი, სობეთოვი;
2. კარაევი, გაბუაევი, ქუსაევი, ბურზიევი.

ცახილის შუათანა შვილის შთამომავლებად ითვლებიან ჩესელოვები, გოთცაევები, შანაევები, თოროზოვები, ცითჯოევები, ჩელეხსაევები, ძუგაევები. ჩესელოვების უკანასკნელი წარმომადგენლის – კოსტას გარდაცვალების შემდეგ ამ გვარმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო მისი მამული ჩელეხსაევებმა და ძუგაევებმა გადაინაწილეს. ცახილის უმცროსი ვაჟის ორ არვადალთას წარმოადგენს:

1. ხასთათა და
2. ბზიქთა და მსოითა.

Цæхил-ის ეტიმოლოგია ირანული ენის მეშვეობით ვერ ხერხდება; ამიტომაც შესაძლებლად მიიჩნევენ მის კავკასიურ წარმომავლობას.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Бязыров А. Х. Мифические предания и поверья о происхождении осетин // ИЮОНИИ. 1980. Вып. XXV;
  • Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები