ეტიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ეტიმონი''' – (ბერძნ. rtymon – ჭეშმარიტი მნიშვნელობა), ამოსავალი ძ...)

23:32, 26 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ეტიმონი – (ბერძნ. rtymon – ჭეშმარიტი მნიშვნელობა), ამოსავალი ძირეული მონაცემი (ფორმა და მნიშვნელობა), რომელიც საფუძველად ედება რომელიმე კონკრეტული სიტყვის წარმოშობას. სიტყვის ისტორია ფუნქციონირების პროცესში მორფონოლოგიური და სემანტიკური პროცესების შედეგად, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს სიტყვის წარმომავლობის, ეტიმოლოგიური მოტივაციის დაბინდვა, რის აღდგენასაც ემსახურება ეტიმოლოგიური კვლევა. ეტიმოლოგიური ძიების ერთ-ერთი საბოლოო შედეგია სწორედ ეტიმონის დადგენა. მაგ.: ქართ. ძელ – სან. ჯა(ლ) – „ხე“ ფუძეთა შეპირისპირების შედეგად აღდგება: *ძელ = „ხე“ (იხ. არქეტიპი).

ი. ქერქაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები