თ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: თანი '''თ''' – ქართული ანბანის მერვე (ძველ ქართულ...) |
17:02, 7 იანვარი 2024-ის ვერსია
თ – ქართული ანბანის მერვე (ძველ ქართულში მეცხრე) ასო. მისი სახელია „თანი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ხშული ფშვინვიერი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴇ, მისი მოხაზულობა ნახევარწრისა და ხაზის ურთიერთკომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური ⴇ მარჯვნივაა გადახრილი, მხედრული კი ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხური ⴇ და მხედრული თ ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზს შორის იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ცხრას (9), ახალ ქართულში ჩამოთვლისას აღნიშნავს (ანბანის რიგის მიხედვით) მერვეს.