იმერული დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:

(იმისი, ძმითი…), რომლებიც შეიძლება დაერთოს თანდებულსაც (მაღლიდანა, მაღლიდანი…). თავისებურად

(იმისი, ძმითი…), რომლებიც შეიძლება დაერთოს თანდებულსაც (მაღლიდანა, მაღლიდანი…). თავისებურად

იწარმოებენ მრავლობითი რიცხვის ფორმებს პირის ნაცვალსახელები: ქვემოიმერულში გვაქვს: ეგენი, ამგენმა, ამგენს… ზემოიმერულში – ესენი, ამათმა II ემათმა, ამათ… შეინიშნება მრავლობითის ორმაგი წარმოების შემთხვეეებიც: აგენები, ეგენები…

ზმნებში მა- [[ზმნისწინი]] დასტურდება მ-ს წინ (გამამიგზავნა, გამამიტანა); რთული ზმნისწინის შემადგენლობაში შე-ს ნაცვლად გვაქვს შა- (შამეიტანა). შეინიშნება III სუბიექტ. პირის ნიშნების უნიფიკაციის ტენდენცია: წერ-ენ, წერდ-ენ, დაწერ-ენ; ჭრი-ენ, ჭრიდენ, დაჭრ-ენ.

ქვემოიმერულში მრაელობითობის გამოსახატავად გამოყენებუ�ლია -ყე (|| -ყენ || -კენ, მორფემათა ზღვარზე – -სკენ || -წყენ) და -არიენ || -ლარიენ ფორმანტებიც (რ- ნარევ ფუძეებთან -არიენ მეშველი ზმნის დართვისას ხდება დისიმილაცია: დამჟდარარიენ – დამჟდალარიენ. -ლარიენ ელემენ�ტი სხეა ფუძეებთანაც გამოელინ�დება, რაც შედეგია მისი დამოუ�კიდებელ ფორმანტად გააზრები�სა: მოდი-ლარიენ). ამ ფორმანტე�ბით გამოიხატება მრავლობითობა:

ა) ობიექტისა (გეკუთვნისყენ „გეკუთვნით“, გიცდილარიენ „გიცდით“),

ბ) პირდაპირი ობიექტისა (ღმერთმა გაცოცხლოსყენ „გაცოცხლოთ“),

გ) რეალური სუბიექტისა (უყვარსყენ, უყვარლარიენ „უყვართ“),

დ) რეალური ობიექტისა (უყვარლარიენ „უყვარს მას ისინი“).

გვაქვს დამთხეევები: „უყვარლარიენ“ ნიშნავს – მათ ის, მას ისინი, მათ ისინი…

22:48, 12 იანვარი 2024-ის ვერსია

იმერული – ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს ეთნოგრაფიული კუთხის – იმერეთის მოსახლეობა. „იმერეთი“ თაედაპირეელაღ ეწოდა სურამის (ლიხის) ქედის იქითა (დასავლეთის) მხარეს მთლიანად, ამის შესაბამისად, „იმერელი“ იყო დასავლეთ საქართვრლოს ყველა მცხოვრები. შემდეგ „იმერეთის“ მნიშველობა დავიწროვდა და ერთი კუთხის სახელად იქცა, ხოლო „იმერელმა“ ეთნიკური ერთეულის მნიშენელობა მიიღო.

იმერეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქართლი, დასავლეთით – სამეგრელო, ჩრდილოეთით – რაჭა-ლეჩხუმი, სამხრით – სამცხე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – გურია. გეოგრაფიულად ეს მხარე ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემო-იმერულს (თერჯოლა, ტყიბუი, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა ისე დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევს (კ. კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლის შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ე. ფანჩვიძე).

კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში – ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში – თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.

იმერული გამოირჩევა როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებების მრავალფეროვნებით. იმერულში სპორადულად დასტურდება ჲ, Uuuu.JPG, ბგერები, რომელიც ამა თუ იმ ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენენ (შჲაჭრა, ძმაჲ, მოჲ, ჩUuuu.JPGენ, მUuuu.JPGაჭრა..). გავრცელებულია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია (მიუტანა – მუუტანა, შეუყვარდა – შოუყვარდა, ნემსი – ნეფსი, ტბა – ტპა.…), დისიმილაცია (შეაგდო – შიაგდო, ერთჯერ – ერთჯელ, წლეულს – წრეულს…), ხშირია მეტათეზისის, აფრიკატიზაციის, სუბსტიტუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.

მახვილი იმერულში მკვეთრად განსხეავებულია კილოკავებისა და ზოგჯერ თქმების მიხედვითაც, მაგრამ ხერხდება მეტ-ნაკლებად საერთო ტენდენციის დადგენაც. ივარაუდება, რომ ზემოიმერულში გვაქეს დინამიკური მახვილი ტონური მახეილის ელემენტებით. ფრაზაში შემავალ რომელიმე სიტყვაში, ხანდახან ყოველ სიტყეაშიც კი, ხმოვანი გაგრმელებულად წარმოითქმის და, ტონიც მაღლდება: „ესვავ ხომე წამალს და მრჩება“. ქვემოიმერულში მახვილი მოუდის წინადადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან მეორე ხმოვანს, ხოლო მომდეენო ხმოვანი სუსტდება: „იმან არ იცოდა თხ“.

თავისებურად გამოხატული მახვილი ახასიათებს ოკრიბულს: წინაღადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან პირველი ხმოვანი ტონური მახვილის გამო გრძელდება, ბოლოდან მეორე ხმოვანს კი მკვეთრი მახვილი მოუდის: „ძლივს არ ამოვაწიე ამ სიცხ!“

იმერულში სახელთა ბრუნებისას თავს იჩენს რიგი თავისებურებანი: სახელობითში ხმოეანფუიძიან სახელებთან გეაქვს -ი (ძმაი, ვინმეი…), ნათ. და მოქმ. ბრუნვის -ის, -ით ნიშნები ფუძეს ვერ კვეცენ და არც თავად რედუცირდებიან (და-ის, ღელე-ით…), მავრცობ ხმოვნად გამოიყენება -ა (ძმასა, ძმისა…) და -ი (იმისი, ძმითი…), რომლებიც შეიძლება დაერთოს თანდებულსაც (მაღლიდანა, მაღლიდანი…). თავისებურად იწარმოებენ მრავლობითი რიცხვის ფორმებს პირის ნაცვალსახელები: ქვემოიმერულში გვაქვს: ეგენი, ამგენმა, ამგენს… ზემოიმერულში – ესენი, ამათმა II ემათმა, ამათ… შეინიშნება მრავლობითის ორმაგი წარმოების შემთხვეეებიც: აგენები, ეგენები…

ზმნებში მა- ზმნისწინი დასტურდება მ-ს წინ (გამამიგზავნა, გამამიტანა); რთული ზმნისწინის შემადგენლობაში შე-ს ნაცვლად გვაქვს შა- (შამეიტანა). შეინიშნება III სუბიექტ. პირის ნიშნების უნიფიკაციის ტენდენცია: წერ-ენ, წერდ-ენ, დაწერ-ენ; ჭრი-ენ, ჭრიდენ, დაჭრ-ენ.

ქვემოიმერულში მრაელობითობის გამოსახატავად გამოყენებუ�ლია -ყე (|| -ყენ || -კენ, მორფემათა ზღვარზე – -სკენ || -წყენ) და -არიენ || -ლარიენ ფორმანტებიც (რ- ნარევ ფუძეებთან -არიენ მეშველი ზმნის დართვისას ხდება დისიმილაცია: დამჟდარარიენ – დამჟდალარიენ. -ლარიენ ელემენ�ტი სხეა ფუძეებთანაც გამოელინ�დება, რაც შედეგია მისი დამოუ�კიდებელ ფორმანტად გააზრები�სა: მოდი-ლარიენ). ამ ფორმანტე�ბით გამოიხატება მრავლობითობა:
ა) ობიექტისა (გეკუთვნისყენ „გეკუთვნით“, გიცდილარიენ „გიცდით“),
ბ) პირდაპირი ობიექტისა (ღმერთმა გაცოცხლოსყენ „გაცოცხლოთ“),
გ) რეალური სუბიექტისა (უყვარსყენ, უყვარლარიენ „უყვართ“),
დ) რეალური ობიექტისა (უყვარლარიენ „უყვარს მას ისინი“).
გვაქვს დამთხეევები: „უყვარლარიენ“ ნიშნავს – მათ ის, მას ისინი, მათ ისინი…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები