იმნაიშვილი ივანე
(ახალი გვერდი: '''ივანე იმნაიშვილი''' – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთ...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველირედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან | [[აბულაძე ილია|ი. აბულაძე]]სთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველირედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან | ||
სინურ მრავალთავს მიუძღენა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, ომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი. | სინურ მრავალთავს მიუძღენა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, ომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი. | ||
| + | |||
| + | იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966). | ||
| + | |||
| + | იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთსთავის [[სიმფონია (ლექსიკონი)|სიმფონია-ლექსიკონის]]“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში. | ||
00:15, 15 იანვარი 2024-ის ვერსია
ივანე იმნაიშვილი – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა თსუ საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, მცხეთასა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ ქართული ენის კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგუყრი ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.
ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), ახალი აღთქმის წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხსულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანებაი“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).
ი. აბულაძესთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველირედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა ა. შანიძემ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღენა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, ომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.
იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966).
იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთსთავის სიმფონია-ლექსიკონის“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.