იკორთის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: იკორთის წარწერები – ქართული ეპიგრაფიკული ძეგ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
იკორთის წარწერები – ქართული [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ძეგლები, ამოკვეთილი [[იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი|იკორთის  მონასტრის მთავარი ტაძრის]] კედლებზე (ქარელის რ-ნი). ტაძარი 1989 მიწისძერამ დაანგრია. მან რამდენიმე წარწერა შემოგვინახა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი – სამშენებლო, ამოკვეთილი დასავლეთ ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის ზემოთ და დიდებულთა – როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის ქტიტორთა მოსახსენებელი. იგი ამოკვეთილი იყო აღმოსავლეთ ფასადზე, დიდი ზომის დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ. პირველი წარწერა, ძალზე დაზიანებული, შეისწავლა [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]მ (1848), შემდეგ – თ. ჟორდანიამაც (1892). მათ მიერ გადმოწერილი ტექსტები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ტექსტის ბოლოს აღნიშნული თარიღი – „ქრონიკონს ტჟბ“, ე. ი. 1172 ორივეს ერთნაირად აქვს მოცემული. მეორე წარწერის ტექსტმა სრული სახით მოაღწია – „ძელო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთა ერისთავი ვარდან, არსენი ჭყონდიდელი, ბასილი და თუალისგუგა“.
+
იკორთის წარწერები – ქართული [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკული]] ძეგლები, ამოკვეთილი [[იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი|იკორთის  მონასტრის მთავარი ტაძრის]] კედლებზე (ქარელის რ-ნი). ტაძარი 1989 მიწისძვრამ დაანგრია. მან რამდენიმე წარწერა შემოგვინახა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი – სამშენებლო, ამოკვეთილი დასავლეთ ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის ზემოთ და დიდებულთა – როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის ქტიტორთა მოსახსენებელი. იგი ამოკვეთილი იყო აღმოსავლეთ ფასადზე, დიდი ზომის დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ. პირველი წარწერა, ძალზე დაზიანებული, შეისწავლა [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]მ (1848), შემდეგ – თ. ჟორდანიამაც (1892). მათ მიერ გადმოწერილი ტექსტები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ტექსტის ბოლოს აღნიშნული თარიღი – „ქრონიკონს ტჟბ“, ე. ი. 1172 ორივეს ერთნაირად აქვს მოცემული. მეორე წარწერის ტექსტმა სრული სახით მოაღწია – „ძელო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთა ერისთავი ვარდან, არსენი ჭყონდიდელი, ბასილი და თუალისგუგა“.
  
 
პირველი – საამშენებლო წარწერის თარიღიდან გამომდინარე, ერისთავთა ერისთავი ვარდან უნდა იყოს [[გიორგი III]]-ისა და [[თამარ მეფე|თამარის]] დროის ცნობილი სამეფო კარის მოხელე [[ვარდან დადიანი]] [[მსახურთუხუცესი]] (იგი იხსენიება
 
პირველი – საამშენებლო წარწერის თარიღიდან გამომდინარე, ერისთავთა ერისთავი ვარდან უნდა იყოს [[გიორგი III]]-ისა და [[თამარ მეფე|თამარის]] დროის ცნობილი სამეფო კარის მოხელე [[ვარდან დადიანი]] [[მსახურთუხუცესი]] (იგი იხსენიება
საამშენებლო წარწერის ტექსტშიც, როგორც მ. ბროსეს, ისე თ. ჟორდანიას მიერ გადმოწერილში, თუმცა მათ მისი სახელი არ გაუშიფრავთ). მეორე პირის სახელის (არსენ) წაკითხვა ეჭეს არ იწვევს. მკვლევრებს აეჭვებს მის შემდეგ ორივე მხრივ ორწერტილებს შორის ჩასმული ჭ-ს გაშიფერა. მას „ჭიაბერად“ კითხულობენ და მიიჩნევენ, რომ იგი გიორგი III-ის გაზრდილის და თამარის დროის [[მანდატურთუხუცესი]]სა და [[ამირსპასალარი]]ს [[ჭიაბერი]]ს სახელია, მაგრამ „ჭიაბერი“ ჭ-დ არ ქარაგმდებოდა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ასე ქარაგმდებოდა ძვ. ქართიულ წერილობით ძეგლებში, იყო ჭყონდიდელი“; უფრო მეტიც, იგი მხოლოდ „ჭ“-დ დაქარაგმებული ფორმით გეხედება. ამიტომ „არსენი ჭ“ უნდა იყოს გიორგი III-ის დროინდელი უცნობი არსენ ჭყონდიდელი. წარწერის ტექსტის ბოლოს დასახელებული ორი პირი – ბასილი და თვალისგუგა ადგილობრივი ხელისუფლები უნდა იყვნენ.
+
საამშენებლო წარწერის ტექსტშიც, როგორც მ. ბროსეს, ისე თ. ჟორდანიას მიერ გადმოწერილში, თუმცა მათ მისი სახელი არ გაუშიფრავთ). მეორე პირის სახელის (არსენ) წაკითხვა ეჭვს არ იწვევს. მკვლევრებს აეჭვებს მის შემდეგ ორივე მხრივ ორწერტილებს შორის ჩასმული ჭ-ს გაშიფვრა. მას „ჭიაბერად“ კითხულობენ და მიიჩნევენ, რომ იგი გიორგი III-ის გაზრდილის და თამარის დროის [[მანდატურთუხუცესი]]სა და [[ამირსპასალარი]]ს [[ჭიაბერი]]ს სახელია, მაგრამ „ჭიაბერი“ ჭ-დ არ ქარაგმდებოდა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ასე ქარაგმდებოდა ძვ. ქართულ წერილობით ძეგლებში, იყო ჭყონდიდელი“; უფრო მეტიც, იგი მხოლოდ „ჭ“-დ დაქარაგმებული ფორმით გეხედება. ამიტომ „არსენი ჭ“ უნდა იყოს გიორგი III-ის დროინდელი უცნობი არსენ ჭყონდიდელი. წარწერის ტექსტის ბოლოს დასახელებული ორი პირი – ბასილი და თვალისგუგა ადგილობრივი ხელისუფლები უნდა იყვნენ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:49, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

იკორთის წარწერები – ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ამოკვეთილი იკორთის მონასტრის მთავარი ტაძრის კედლებზე (ქარელის რ-ნი). ტაძარი 1989 მიწისძვრამ დაანგრია. მან რამდენიმე წარწერა შემოგვინახა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი – სამშენებლო, ამოკვეთილი დასავლეთ ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის ზემოთ და დიდებულთა – როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის ქტიტორთა მოსახსენებელი. იგი ამოკვეთილი იყო აღმოსავლეთ ფასადზე, დიდი ზომის დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ. პირველი წარწერა, ძალზე დაზიანებული, შეისწავლა მ. ბროსემ (1848), შემდეგ – თ. ჟორდანიამაც (1892). მათ მიერ გადმოწერილი ტექსტები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ტექსტის ბოლოს აღნიშნული თარიღი – „ქრონიკონს ტჟბ“, ე. ი. 1172 ორივეს ერთნაირად აქვს მოცემული. მეორე წარწერის ტექსტმა სრული სახით მოაღწია – „ძელო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთა ერისთავი ვარდან, არსენი ჭყონდიდელი, ბასილი და თუალისგუგა“.

პირველი – საამშენებლო წარწერის თარიღიდან გამომდინარე, ერისთავთა ერისთავი ვარდან უნდა იყოს გიორგი III-ისა და თამარის დროის ცნობილი სამეფო კარის მოხელე ვარდან დადიანი მსახურთუხუცესი (იგი იხსენიება საამშენებლო წარწერის ტექსტშიც, როგორც მ. ბროსეს, ისე თ. ჟორდანიას მიერ გადმოწერილში, თუმცა მათ მისი სახელი არ გაუშიფრავთ). მეორე პირის სახელის (არსენ) წაკითხვა ეჭვს არ იწვევს. მკვლევრებს აეჭვებს მის შემდეგ ორივე მხრივ ორწერტილებს შორის ჩასმული ჭ-ს გაშიფვრა. მას „ჭიაბერად“ კითხულობენ და მიიჩნევენ, რომ იგი გიორგი III-ის გაზრდილის და თამარის დროის მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ჭიაბერის სახელია, მაგრამ „ჭიაბერი“ ჭ-დ არ ქარაგმდებოდა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ასე ქარაგმდებოდა ძვ. ქართულ წერილობით ძეგლებში, იყო ჭყონდიდელი“; უფრო მეტიც, იგი მხოლოდ „ჭ“-დ დაქარაგმებული ფორმით გეხედება. ამიტომ „არსენი ჭ“ უნდა იყოს გიორგი III-ის დროინდელი უცნობი არსენ ჭყონდიდელი. წარწერის ტექსტის ბოლოს დასახელებული ორი პირი – ბასილი და თვალისგუგა ადგილობრივი ხელისუფლები უნდა იყვნენ.


ვ. სილოგავა


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება. XI-XVIII სს. თბ. 1990.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები