კომპიუტერული ლინგვისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კომპიუტერული ლინგვისტიკა''' – გამოყენებითი ლინგვისტიკის მ...) |
00:58, 29 იანვარი 2024-ის ვერსია
კომპიუტერული ლინგვისტიკა – გამოყენებითი ლინგვისტიკის მიმდინარეობა, რომელიც ადგენს ლინგვისტურ მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ავტომატიზებულ მეთოდებს. ამ ტერმინის ატრიბუტული ნაწილი („კომპიუტე�რული”) გამართლებულია იმდენად, რამდენადაც პირველადი ბიძგი ამ დარგის განვითარებას გამომთვლელმა მანქანამ (კომპიუტერმა) მისცა. კვლევის არედ მანქანური თარგმნის ამოცანა იქცა. როგორც კი პირველი, საკმაოდ ზერელე, წარმატების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი ამ ამოცანას მარტო ვერ გადაწყვეტდა, გაჩნდა ორგვარი რეაქცია: ერთი მხრივ, დაცხრა ინტერესი მანქანური თარგმნის მიმართ, მეორე მხრივ, სტიმული მიეცა ამ ამოცანისა (მანქანური თარგმნისა) და, საერთოდ, ენისადმი კომპიუტერული მიდგომის ღრმა თეორიულ შესწავლასა და გააზრებას.