კონტამინაცია (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კონტამინაცია''' – (ლათ. contaminatio – შეერთება), ლიტერატურული ხერხი [[...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:54, 29 იანვარი 2024 მდგომარეობით

კონტამინაცია – (ლათ. contaminatio – შეერთება), ლიტერატურული ხერხი ანტიკურ დრამატურგიაში. გამოყენებული იყო რომაელი დრამატურგების მიერ ბერძნული კომედიების გადამუშავების დროს. გულისხმობდა კომედიის შევსებას მოტივებით, სცენებით, პერსონაჟებით, რომლებიც ნასესხები იყო სხვა კომედიიდან.

ბერძნული კომედიის გადამუშავება ითვლებოდა დამოუკიდებელ შემოქმედებად, ხოლო თუ იგივე განხორციელდებოდა რომაელი ავტორის მიმართ, ეს ითვლებოდა პლაგიატობად. კონტამინაციის ხერხს მიმართავდნენ ნევიუსი, პლავტუსი, ენიუსი, სხვა რომაელი კომედიოგრაფები. ამ ხერხს განსაკუთრებით ხშირად იყენებდა ტერენციუსი („ქალიშვილი ანდროსადან“, „ძმები“, „საჭურისი“).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები