არსენას ლექსი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''არსენას ლექსი''' – მასობრივად გავრცელებული თექვსმეტმარცვლიანნი მესტვირული პოემა რეალისტური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. | '''არსენას ლექსი''' – მასობრივად გავრცელებული თექვსმეტმარცვლიანნი მესტვირული პოემა რეალისტური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში. | ||
| − | არსენას ლექსში გადმოცემულია მძაფრი სოციალურ–პოლიტიკური სიტუაციები XIX საუკუნის 30-იანი წლებისა. პოემის ადრესატია სასალხო გმირი [[არსენა ოძელაშვილი]]. ხალხურ ლექსში გადმოცემულია გლეხობის სიყვარული მშრომელთა | + | არსენას [[ლექსი|ლექსში]] გადმოცემულია მძაფრი სოციალურ–პოლიტიკური სიტუაციები XIX საუკუნის 30-იანი წლებისა. პოემის ადრესატია სასალხო გმირი [[არსენა ოძელაშვილი]]. ხალხურ ლექსში გადმოცემულია გლეხობის სიყვარული მშრომელთა ქომაგი გმირის მიმართ და პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ. მხატვრული სახეები ნაჩვენებია უშუალო მოქმედებაში მასის საყვარელ გმირებთან ერთად რეალისტურადაა წარმოსახული უარყოფითი [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] – [[ზაალ ბარათაშვილი]], ფარსადან ბოდბისხეველი, კუჭატნელი და სხვ. არსენას ლექსში დიდი ხელოვნებითაა შერწყმული ტრაგიკული და კომიკური სიტუაციები დრამატიზმს აძლიერებს არსენას ვაჟკაცური საყვედური მოღალატეების – ფარსადანსა და კუჭატნელის მიმართ. დაუვიწყარ სცენებს ქმნის არსენას შეხვედრა ვაჭართან, უფროსის ტანსაცმლით გამოსვლა აბანოდან და სხვ. [[ხალხური ლექსი]] შექმნილია მესტვირეთა შორის. ავტორობას ზოგი რაჭველ მესტვირე ანდრია ნადირაძეს მიაწერს, ზოგი კი ქართლელ გიორგი ქებაძეს. |
| − | არსენას ლექსმა თავისი ასახვა პოვა გამოჩენილ ქართველ მწერალთა – ი. [[ჭავჭავაძე ილია|ჭავჭავაძის]], [[ყაზბეგი ალექსანდრე|ალ. ყაზბეგი]]ს, მიხეილ ჯავახიშვილის, [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ ტაბიძის]], [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] და სხვათა შემოქმედებაში. მისი გავლენა ატყვია ქართული პოეტური | + | არსენას ლექსმა თავისი ასახვა პოვა გამოჩენილ ქართველ მწერალთა – ი. [[ჭავჭავაძე ილია|ჭავჭავაძის]], [[ყაზბეგი ალექსანდრე|ალ. ყაზბეგი]]ს, მიხეილ ჯავახიშვილის, [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ ტაბიძის]], [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] და სხვათა შემოქმედებაში. მისი გავლენა ატყვია ქართული პოეტური [[ფოლკლორი]]ს რამდენიმე საყურადღებო ნიმუშს („მიხას ლექსი“, „ნიკოლოზ მეხუზლას ლექსი“). ხალხური ლექსის მიხედვით [[ჭიაურელი მიხეილ|მ. ჭიაურელმა]] შექმნა კინოფილმი „არსენა“. (''ქს. სიხარულიძე'') |
==== არსენას ლექსის გამოცემანი ==== | ==== არსენას ლექსის გამოცემანი ==== | ||
| − | არსენას ლექსის პირველი და მეორე გამოცემები განახორციელა ნ. ყიფიანმა 1872 წ.; მესამე გამოცემა, შედგენილი 17 ხელნაწერი ვარიანტის საფუძველზე, დაბეჭდა პ. უმიკაშვილმა 1874 წ. ამ გამოცემებში გამოყენებული ვარიანტები ჩაწერილია [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხეში, უმთავრესად [[თბილისი|თბილისსა]] და [[კახეთი|კახეთში]]. [[პეტრე უმიკაშვილი|პ. უმიკაშვილისეული]] შერწყმული ტექსტი არაერთხელ გამოცემულა. ამავე ტექსტით სარგებლობდნენ ზ. ჭიჭინაძე ს. მელიქიშვილი და სხვანი. არსენას ლექსი მრავალჯერაა დაბეჭდილი. 1966 წ. ილუსტრირებულმა გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა | + | არსენას ლექსის პირველი და მეორე გამოცემები განახორციელა ნ. ყიფიანმა 1872 წ.; მესამე გამოცემა, შედგენილი 17 ხელნაწერი ვარიანტის საფუძველზე, დაბეჭდა პ. უმიკაშვილმა 1874 წ. ამ გამოცემებში გამოყენებული ვარიანტები ჩაწერილია [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხეში, უმთავრესად [[თბილისი|თბილისსა]] და [[კახეთი|კახეთში]]. [[პეტრე უმიკაშვილი|პ. უმიკაშვილისეული]] შერწყმული ტექსტი არაერთხელ გამოცემულა. ამავე ტექსტით სარგებლობდნენ ზ. ჭიჭინაძე ს. მელიქიშვილი და სხვანი. არსენას ლექსი მრავალჯერაა დაბეჭდილი. 1966 წ. ილუსტრირებულმა გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე. |
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* პ. უმიკაშვილი, არსენა, კრებული, 1872; | * პ. უმიკაშვილი, არსენა, კრებული, 1872; | ||
* ს. მესხი, ნაწერები, 1904. გვ. 58-66; | * ს. მესხი, ნაწერები, 1904. გვ. 58-66; | ||
| − | * ვ. ბარნოვი, ქართული | + | * ვ. ბარნოვი, ქართული სიტყვიერების გაკვეთილები, რვ. 1, 1919; |
* არსენას ლექსი პ. კეშელავას რედ., 1939; | * არსენას ლექსი პ. კეშელავას რედ., 1939; | ||
* აპ. ცანავა, ქართული მესტვირული პოეზია, 1953; | * აპ. ცანავა, ქართული მესტვირული პოეზია, 1953; | ||
მიმდინარე ცვლილება 21:42, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით
არსენას ლექსი – მასობრივად გავრცელებული თექვსმეტმარცვლიანნი მესტვირული პოემა რეალისტური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში.
არსენას ლექსში გადმოცემულია მძაფრი სოციალურ–პოლიტიკური სიტუაციები XIX საუკუნის 30-იანი წლებისა. პოემის ადრესატია სასალხო გმირი არსენა ოძელაშვილი. ხალხურ ლექსში გადმოცემულია გლეხობის სიყვარული მშრომელთა ქომაგი გმირის მიმართ და პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ. მხატვრული სახეები ნაჩვენებია უშუალო მოქმედებაში მასის საყვარელ გმირებთან ერთად რეალისტურადაა წარმოსახული უარყოფითი პერსონაჟები – ზაალ ბარათაშვილი, ფარსადან ბოდბისხეველი, კუჭატნელი და სხვ. არსენას ლექსში დიდი ხელოვნებითაა შერწყმული ტრაგიკული და კომიკური სიტუაციები დრამატიზმს აძლიერებს არსენას ვაჟკაცური საყვედური მოღალატეების – ფარსადანსა და კუჭატნელის მიმართ. დაუვიწყარ სცენებს ქმნის არსენას შეხვედრა ვაჭართან, უფროსის ტანსაცმლით გამოსვლა აბანოდან და სხვ. ხალხური ლექსი შექმნილია მესტვირეთა შორის. ავტორობას ზოგი რაჭველ მესტვირე ანდრია ნადირაძეს მიაწერს, ზოგი კი ქართლელ გიორგი ქებაძეს.
არსენას ლექსმა თავისი ასახვა პოვა გამოჩენილ ქართველ მწერალთა – ი. ჭავჭავაძის, ალ. ყაზბეგის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის და სხვათა შემოქმედებაში. მისი გავლენა ატყვია ქართული პოეტური ფოლკლორის რამდენიმე საყურადღებო ნიმუშს („მიხას ლექსი“, „ნიკოლოზ მეხუზლას ლექსი“). ხალხური ლექსის მიხედვით მ. ჭიაურელმა შექმნა კინოფილმი „არსენა“. (ქს. სიხარულიძე)
[რედაქტირება] არსენას ლექსის გამოცემანი
არსენას ლექსის პირველი და მეორე გამოცემები განახორციელა ნ. ყიფიანმა 1872 წ.; მესამე გამოცემა, შედგენილი 17 ხელნაწერი ვარიანტის საფუძველზე, დაბეჭდა პ. უმიკაშვილმა 1874 წ. ამ გამოცემებში გამოყენებული ვარიანტები ჩაწერილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უმთავრესად თბილისსა და კახეთში. პ. უმიკაშვილისეული შერწყმული ტექსტი არაერთხელ გამოცემულა. ამავე ტექსტით სარგებლობდნენ ზ. ჭიჭინაძე ს. მელიქიშვილი და სხვანი. არსენას ლექსი მრავალჯერაა დაბეჭდილი. 1966 წ. ილუსტრირებულმა გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- პ. უმიკაშვილი, არსენა, კრებული, 1872;
- ს. მესხი, ნაწერები, 1904. გვ. 58-66;
- ვ. ბარნოვი, ქართული სიტყვიერების გაკვეთილები, რვ. 1, 1919;
- არსენას ლექსი პ. კეშელავას რედ., 1939;
- აპ. ცანავა, ქართული მესტვირული პოეზია, 1953;
- გრ. კაკიაშვილი, არსენა ქართულ ლიტერატურაში, 1955;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება. ტ. I, 1961, ტ. III, 1967.
- არსენას ლექსი მესტვირეთაგან თქმული. სახალხო პოემა, თბ., 1872;
- არსენას ლექსი მესტვირეთაგან თქმული. შედგენილი პ. უმიკაშვილისაგან, 1874;
- ქართული წიგნი, I-IV ტტ., 1941-1945;
- ქ. სიხარულიძე, ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, III, 1967.