რადიოპიესა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რადიოპიესა''' – (ინგ. radioplay), რადიოდადგმისთვის განკუთვნილი დრამატურგიული ნაწარმოები. მის მთავარ სპეციფიკას შეადგენს სმენითი მედიტაციურობა, დახვეწილი ლექსიკა. | + | '''რადიოპიესა''' – (ინგ. radioplay), რადიოდადგმისთვის განკუთვნილი დრამატურგიული ნაწარმოები. მის მთავარ სპეციფიკას შეადგენს სმენითი მედიტაციურობა, დახვეწილი [[ლექსიკა]]. |
რადიოპიესის ჟანრი განისაზღვრება მისი ესთეტიკური თავისებურებით [[თეატრი]]სა და ეპოსისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს თავისებურება უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით, რომ რადიოპიესა ფლობს მხატვრული თვითრეალიზაციის მხოლოდ ერთ საშუალებას – [[აკუსტიკა |აკუსტიკა]]ს. ესთეტიკური ეფექტი მიღწეულია მხოლოდ სმენით აღქმული ადამიანის ხმების, [[მუსიკა|მუსიკის]], [[ბგერა|ბგერების]], ხმაურის და სიჩუმის სხვადასხვა კომბინაციებით – რადიოპიესის მხატვრული [[პალიტრა]] უფრო ღარიბია, ვიდრე თეატრის, კინოს ან ტელევიზიის გამომსახველი საშუალებები. რადიოპიესა, თეატრისაგან განსხვავებით, არ იძლევა (არ მოგვცემს) გამზადებული სანახაობით მასალას, იგი მსმენელისაგან მოითხოვს უფრო მეტ სულიერ აქტივობას, უფრო დიდ შემოქმედებით თანამონაწილეობას. | რადიოპიესის ჟანრი განისაზღვრება მისი ესთეტიკური თავისებურებით [[თეატრი]]სა და ეპოსისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს თავისებურება უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით, რომ რადიოპიესა ფლობს მხატვრული თვითრეალიზაციის მხოლოდ ერთ საშუალებას – [[აკუსტიკა |აკუსტიკა]]ს. ესთეტიკური ეფექტი მიღწეულია მხოლოდ სმენით აღქმული ადამიანის ხმების, [[მუსიკა|მუსიკის]], [[ბგერა|ბგერების]], ხმაურის და სიჩუმის სხვადასხვა კომბინაციებით – რადიოპიესის მხატვრული [[პალიტრა]] უფრო ღარიბია, ვიდრე თეატრის, კინოს ან ტელევიზიის გამომსახველი საშუალებები. რადიოპიესა, თეატრისაგან განსხვავებით, არ იძლევა (არ მოგვცემს) გამზადებული სანახაობით მასალას, იგი მსმენელისაგან მოითხოვს უფრო მეტ სულიერ აქტივობას, უფრო დიდ შემოქმედებით თანამონაწილეობას. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:01, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით
რადიოპიესა – (ინგ. radioplay), რადიოდადგმისთვის განკუთვნილი დრამატურგიული ნაწარმოები. მის მთავარ სპეციფიკას შეადგენს სმენითი მედიტაციურობა, დახვეწილი ლექსიკა.
რადიოპიესის ჟანრი განისაზღვრება მისი ესთეტიკური თავისებურებით თეატრისა და ეპოსისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს თავისებურება უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით, რომ რადიოპიესა ფლობს მხატვრული თვითრეალიზაციის მხოლოდ ერთ საშუალებას – აკუსტიკას. ესთეტიკური ეფექტი მიღწეულია მხოლოდ სმენით აღქმული ადამიანის ხმების, მუსიკის, ბგერების, ხმაურის და სიჩუმის სხვადასხვა კომბინაციებით – რადიოპიესის მხატვრული პალიტრა უფრო ღარიბია, ვიდრე თეატრის, კინოს ან ტელევიზიის გამომსახველი საშუალებები. რადიოპიესა, თეატრისაგან განსხვავებით, არ იძლევა (არ მოგვცემს) გამზადებული სანახაობით მასალას, იგი მსმენელისაგან მოითხოვს უფრო მეტ სულიერ აქტივობას, უფრო დიდ შემოქმედებით თანამონაწილეობას.
რადიოპიესა განსაკუთრებით პოპულარული იყო XX ს. 20-იან წწ-ში. კრიტიკოსების მიერ რადიოდადგმისთვის საუკეთესო მასალად მიჩნეულია შექსპირის და მეტერლინკის დრამატურგია.
[რედაქტირება] წყარო
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი