ლომთათიძე ქეთევან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლომთათიძე ქეთევან“ გადაიტანა გვერდზე „ქეთევან ლომთათიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქეთევან ლომთათიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლომთათიძე ქეთევან“ გად...) |
16:49, 31 იანვარი 2024-ის ვერსია
ქეთევან ლომთათიძე – (დ. 9 თებერვალი 1911, სოფ. ხიდისთაეი, ჩოხატაურის რ-ნი, – 22 სექტემბერი 2007, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ ენათა და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებილი მოღვაწე (1962), აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
1931 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ენის, ლიტერატურისა და ხელოენების ინსტიტუტში (ელხი), ენის, მატერერიალურ კულტურული და ისტორიის ინსტიტუტში (ენიმკი); ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1953–63 და 1975–87 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, 1987-იდან – ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი). დ. გულიასა და ს. ჯანაშიას შემდეგ თსუ-ში, აგრეთვე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა აფხაზურ და აბაზური ენების კურსს.
ლომთათიძე იკვლევს ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურასა და ისტორიას, ამ ენათა ურთიერთმიმართების კერძო და ზოგადმეცნიერულ პრობლემებს. მტკიცე სამეცნიერო საფუძველი შექმნა აფხაზურ-აბაზურ ენათა და დიალექტთა ფონოლოგიური სისტემის, ფონეტიკურ პროცესთა, მორფოლოგიურ, კატეგორიათა, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიურ პრობლემათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზისათვის, გამოავლინა რამდენიმე მნიშენელოვანი კანონზომიერება, რომელთაც სამეცნიერო ლიტერატურაში „ლომთათიძის კანონთა“ სახელწოდებით აღნიშნავენ. აღზარდა აფხაზ, აბაზა და ჩერქეზ ენათმეცნიერთა რამდენიმე თაობა.
ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევების შედეგად გამოაქვეყნა რამდენიმე მონოგრაფია და 200-მდე წერილი, რომლებშიც განხილულია ქართველურ ენათა ისტორიული ურთიერთმიმართების, დიალექტთა და ენათა დიფერენცირების, ისტორიული და სინქრონიული ფონოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, სალიტერატურო ენის ფუნქციონირების, ეტიმოლოგიისა და ბგერათშესატყვისობათა აქტუალური პრობლემები. მის მრავალრიცხოეან ნაშრომთაგან აღსანიშნავია გამოკვლევები ქართულ დიალექტებში II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა რეფლექსების, ლაბიალურ კომპლექსთაგან ახალი ფონემების წარმოქმნის, თანხმოვანთკომპალექსებისაგან მეორეული სისინ-შიშინა ბგერების მიღების, „თბება“ ტიპის ზმნათა თავისებურებების, ქართული ზმნის ინფინიტური წარმოების შესახებ და სხვ. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოქეეყნდა აკადემიური სამტომეული და ერთტომეული რუსულ-ქართული (1956-59, 1983) და სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები, მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვეატომეულის მომზადებაში, იყო ამ ლექსიკონის VII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი. ამ ლექსიკონის მომზადებისათვის ლომთათიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულისა“ და „ეტიმოლოგიური ძიებანი“-ს რამდენიმე ტომი.
ქეთევან ლომთათიძეს მიღებული აქეს სახელმწიფო ჯილდოები.
თ. გვანცელაძე