მარგინალური ნიშნები
(ახალი გვერდი: '''მარგინალური ნიშნები''' – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზო...) |
20:44, 31 იანვარი 2024-ის ვერსია
მარგინალური ნიშნები – ძველ ქართულ ხელნაწერებში, მცირე ზომის გამოსახულებები ან მოკლე სიტყვიერი მინიშნებები ხელნაწერთა აშიებზე. ისევე როგორც ხელნაწერის ყველა დეტალი (მინიატიურა, საზედაო ასო, თავსამკაული თუ სხვ), მარგინალური ნიშნები ორგანულადაა დაკავშირებული ხელნაწერის ძირითად ტექსტთან და მის გაგებას ემსახურება. ეს ტექსტის გამომსახველობითი, მკითხველისათვის ადვილად აღსაქ მელი კომენტარია.
მარგინალური ნიშნების სისტემა ალექსანდრიელ გრამატიკოსთა მიერ არის შემოღებული ელინისტურ ეპოქაში. ძველი გრამატიკოსები მათ ბერძენ ავტორთა თხზულებებზე გარკეეული ტექსტობრივი სამუ�შაოების ჩატარებისას იყენებდნენ. ბისანტ. ხელნაწერმა ფორმის თვალსაზხრისით ბევრი რამ გადმო�იღო ანტიკური ხელნაწერი წიგნე�ბიდან, მათ შორის – ხელნაწერის აშიაზე მ. ნ-ის დართვის პრინცი�ჰებიც. ბიზაჩნტ. აეტორების – ბასი�ლი დიდის, იოანე ოქროპირის, გრი�გოლ ნაზიანხელისა და ა. შ. – თხსულებების შემცეელ ხელნა�წერთა აშიებზე დასტურდება ისე�თი ნიშნები, როგორიცაა: თოს - 9ისC0V (=ი0(გხნიC6- (ქართ. ,„შეის�წავე“) განსაკუთრებით საინტერე�სო ადგილი), თი - თი0თ|0V (= ხC21I5 – (ქართ. ,„შუენიერი“) მხატვრული პასაჟები), X0 - X0ძ#%<თ0თL (= VმII2 1%CI0 – განსხვავებული ეარიანტუ�ლი წაკითხეა), >– (ბიბლ. ციტატე�ბის აღმნიშენელი ნიშანი) და სხე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბი�სანტ. აეტტორის ხელნაწერებში მ. ნ-ის ერთმა «ჯგუფმა განსაკუთრე�ბული, სპეციფ. ფუნქცია შეიძინა. მაგ. როგორც VI ს. ანონიმი კომე�ტატორი მიანიშნებს, გრიგოლ ნა�ხიანზელის ხელნაწერებში მზის ნიშნით (C>>) აღნიშნულია ის პა�საჟები, სადაც ლაპარაკია საღ�ეთისმეტყველო თემებზე, ხოლო ვარსკვლავით (%) – ის ადგილები, რ-ებიც ქრისტეს განკაცებას ეხე�ბა.
მ. ნ-ს შუა საუკ. ქართულ ხელ�ნაწერებშიც ეხვდებით, სადაც ისი�ჩი უმეტესწილად ბერძნულიდან არის გადმოტანილი. მ. ნ. ტექნი�კური ფუნქციითაა გამოყენებული X ს. შუა წლების ლიტურგიკულ კრებულში (51ი.134). ამ კრებულის შემდგენელ-რედაქტორი, ჰიმნოგ�რაფი იოანე-ზოსიმე „ჟამნის“ შატ�ბერდული და საბაწმიდური რედაქ�ციების გასამიჯნად ხმარობს ნი�შანთა გარკვეულ სისტემას და აღ�ნიშნავს, რომ იგი მათ „ბერძულ�თა ძუელთა წიგნთაგან“ იღებს.
ქართ. ხელნაწერებში მ.ნ-ის სი�სტემატური ხმარება დაკავშირე�ბულია XI ს-ის შავი მთის ელი�ნოფილი მწიგნობრისა და მთარ�გმნელის, ჟფრემ მცირის სახელ�თან. საზოგადოდ, ქართ. ხელნაწე�რის აგება და გაფორმება ბიზანტ. ხელნაწერების მიხედვით ეფრემ მცირის, როგორც ელინოფილი მწიგჩობრის, მოღვაწეობის ერთ�ერთი მნიშენელოეანი მხარეა (იხ. პელინოფილიზმი). იოანე დამასკე�ლის „დიალექტიკის“ შესავალში (#–24, XII ს.) იგი ლაპარაკობს მ. ნ-ზე: „შეისწავე, განსაზღერებაი განჩინებითურთ და სამეცნიეროი“, რ-ებიც „ყოველთა წიგნთა ბერ�ძულთა უწერიან კიდესა“ და რ-ებ�საც პრაქტიკული დანიშნულება აქეთ, ეხმარებიან მკითხველს, ტეჭქ�სტის გადაკითხვის გარეშე მოძებ�ნოს მისთვის საინტერესო და სა�ჭირო „სამეცნიერო სიტყუა“. ეფ�რემ მცირის თარგმანების შე�მცველ ხელნაწერებში უხვადაა მ. ნ. შეისწავე, იხილე, შუენიერი, რ-ებიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ განსაკუთრებულად საყურადღებო, ან განსაკუთრებუ�ლად მხატვრულ, ა სრობრივად და�ხეეწილ ადგილებზე. ეფრემს ნა- თარგმნი აქვს გრიგოლ ნაზიანზე�ლის ანონიმი კომენტატორის სქო�ლიოც (1C. 43, 4V), ხოლო მის მიერ ნათარგმნ გრიგოლ ნაზიანზელის თხსულებათა კრებულებში გამო�ყენებულია კომენტარში მოცემუ�ლი ნიშანთა სისტემა (ICI. 15 – XII ს. #-109 – XII ს). აღსაჩიშნა�ვია ქართველ გადამწერ-კალიგ�რაფთა განსაკუთრებული შექმედებითი მიდგომა ამ ნიშანთა მიმართ და მათი ორიგინალური დეკორატიული გაფორმება ქართ. ხელნაწერებში. ეფრემის ავტოგ�რაფულ ჩუსხაში 5–1276 (XI ს. და�სასრული) დასტურდება მზის ნიშნის ხმარების რამდენიმე შე�მთხვეეა იმ ფუნქციით, რ-საც ის ასრულებს გრიგოლ ნაზიანზე�ლის კრებულებში. კიდეე ერთ მარ�გინალურ ნიშანს – 909 (იოტას) – ვხვდებით „სამოციქულოს“ ეფრე�მისეული რედაქციის შემცველ ხელნაწერებში: 106. 9 (XI ს.), 16V. 6 (XII ს.) #4-390 (XI–XII სს.), ეფრე�მის მიერ შეცელილი ტექსტის გა�სწვრივ. ამ ნიშნის ფუნქციას ეფ�რემ მცირე „სამოციქულოს' წინა�სიტყვაობაში განმარტავს.
გვიანდელი ელინოფილური თა�რგმანების შემცველ ხელნაწერებ�ში (XII–XIII სს.) ისეთ მ. 6-თან ერ�თად, როგორიცაა: შეისწავე, იხი�ლე, შუენიერი, ჩნდება ახალი სი�ტყვიერი მინიშნებები: განიგემე, დანიშნე და სხე. ეს ნიშნები უხ�ვადაა, მაგ., გელ. 14-ში (XII ს.) – მაქსიმე აღმსარებლის თხზულე�ბათა გელათური თარგმანების შე�მცველ კრებულში.
თ. ოთხმეზური
ლიტერატურა
დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები,თბ., 1983; ოთხმეზური თ., მარგინალური ნიშნები და მათი მხატვრული გაფორმების წესი ბიზანტიურ და ქართულ ხელნაწერებში. – „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1992, №5-6; თვალთვაძე დ, კომენტატორულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი ეფრემ მცირის სქოლიოების მიხედეით. – „თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 1998, ტ. 30.