სტაციონარული წერტილი (წირი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სტაციონარული წერტილი (წირი)''' − ტერმინი „სტაციონარობა“ წარ...) |
15:15, 1 თებერვალი 2024-ის ვერსია
სტაციონარული წერტილი (წირი) − ტერმინი „სტაციონარობა“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან stationarius – „ის, რაც დგას“, „ურღვევი“.
წერტილი (წირი), რომელშიც ფუნქციის დიფერენციალი (ფუნქციონალის ვარიაცია) ნულის ტოლია. ერთი ცვლადის y=f(x) ფუნქციისათვის ამ ფუნქციის გრაფიკის სტაციონარულ წერტილში გავლებული მხები 0x ღერძის პარალელურია, ხოლო z=f(x,y) ორი ცვლადის ფუნქციის ზედაპირის სტაციონარულ წერტილში გავლებული სიბრტყე კი - 0xy სიბრტყის პარალელური.