მაჯო ფრანჩესკო-მარია
(ახალი გვერდი: '''ფრანჩესკო-მარია მაჯო''' – (1612, პალერმო, – 1686). თეატინელი ბერი, მის...) |
00:51, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია
ფრანჩესკო-მარია მაჯო – (1612, პალერმო, – 1686). თეატინელი ბერი, მისიონერი. საქართველოში ჩამოვიდა I637 და რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჯერ გორში, შემდეგ – სამეგრელოში, ძირითადად კი – გურიაში. 1643 რომში გამოსცა ნაშრომი – „თხზულება აღმოსავლური ენების შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება“ (მეორე გამოცემა – 1670). წიგნის პირველი ნაწილი არის „…ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესები“.
გრამატიკული ნაწილი შედგება ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და პროსოდიისაგან. იგი იწყება ქართული ანბანით (ასოები და ასოთა სახელები) შესაბამისი ლათინური ტრანსლიტერებითურთ, რომლებიც შექმნილია ქართული ბგერების თვისებათა გათვალისწინებით. ავტორი ემყარება სტ. პაოლინისა და ნ. ირბაქის ტრანსლიტერაციის წესებს. აქვე ფონეტიკურად გაანალიზებულია თანხმოვნები და ხმოვნები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; მოცემულია პროსოდიული დახასიათებაც.
მაჯო ცალ-ცალკე თავებში მსჯელობს ზმნიზედათა, შორისდებულთა და კავშირთა შესახებ; მორფოლოგიაშივეა განხილული სახელთა წარმოქმნის საკმაოდ მნიშვნელოვანი სახეობები; სინტაქსში მოცემულია შეთანხმებისა და მართვის წესები სახელთა შორის, სახელსა და ზმნას შორის ბრუნეებისა და რიცხვის მიხედვით. პროსოდიაში განხილულია სიტყვაში მახვილის შემთხვევები.
XVII-XVIII სს. ევროპელი მეცნიერები ქართულ ენას მაჯოს ნაშრომით ეცნობოდნენ.
თ. უთურგაიძე
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ., პირველი ქართული ლექსიკოგრაფიული და გრამატიკული ნაშრომების შესახებ. იხ, ჩიქობავა არნ, ვათეიშვილი ჯ., პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, თბ. 1983