ნაისერი ფრიდრიხ კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფრიდრიხ კარლ ნაისერი''' – (6. იანვარი 1909. ვენა, – გ. წ. უცნობია, იქვ...)

23:39, 6 თებერვალი 2024-ის ვერსია

ფრიდრიხ კარლ ნაისერი – (6. იანვარი 1909. ვენა, – გ. წ. უცნობია, იქვე), ავსტრიელი ენათმეცნიერი.

სწავლობდა ვენის ერთ-ერთ რეალურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ (1928) სწავლა განაგრძო ვენის უნივერსიტეტში. ეუფლებოდა ანგლისტიკასა და ამერიკანისტიკას, ისმენდა ლექციებს სირიულის, ხეთურისა და აფრიკული ენების შესახებ. მალე შეუდგა კავკასური ენების, უწინარეს ყოვლისა, ქართულის შესწავლას, 1936 დაიცვა დისერტაცია თემაზე: „შტუდიები ქართული სიტყვაწარმოებისათვის“.ამ დროიდან იგი ქართველ ენათმეცნიერთა ყურადღებას იქცევდა (ცნობილია მისი კონტაქტები ა. შანიძესთან).

ნაისერის დისერტაცია (რ. ბლაიხშტაინერის წინასიტყვაობით) წიგნად გამოსცა 1953 გ. დეეტერსმა და იგი მაშინვე აღიარეს ქართული ენათმეცნიერების წრეებში. გაჩნდა ამ ნაშრომის ქართულად თარგმნის იდეა (გ. მაჭავარიანი).

ნ. ხუციშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები