პითაგორას თეორემა
(ახალი გვერდი: '''პითაგორას თეორემა''' – მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის ს...) |
მიმდინარე ცვლილება 17:38, 17 თებერვალი 2024 მდგომარეობით
პითაგორას თეორემა – მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიგრძის კვადრატი ტოლია კათეტების სიგრძეების კვადრატების ჯამისა. იგულისხმება, რომ გვერდები გაზომილია სიგრძის ერთსა და იმავე ერთეულებში.
ამ თეორემის დამტკიცება ზოგადი სახით მიეწერება ბერძენ ფილოსოფოსსა და მეცნიერს პითაგორას (ძვ. წ.ა.VI ს.), თუმცა, ბაბილონის ლურსმული ნაწერი ცხრილების და ძველი ჩინური ხელნაწერების შესწავლის შედეგად მათემატიკის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს თეორემა ცნობილი იყო პითაგორამდე. პირველად ფორმულირებაში პითაგორას თეორემა ამყარებდა დამოკიდებულებას მართკუთხა სამკუთხედის კათეტებსა და ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატების ფართობებს შორის: ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობი ტოლია კათეტებზე აგებული კვადრატების ფართობების ჯამისა. როგორც გადმოსცემენ „ამ აღმოჩენის აღსანიშნავად პითაგორამ ხარი შესწირა“; ამის შესახებ წერს აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქი.