სინკოპე (ლინგვისტიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სინკოპე''' – (ბერძნ. syncope – შეკუმშვა, მუსრვა), ბგერის, მარ...) |
მიმდინარე ცვლილება 17:22, 20 თებერვალი 2024 მდგომარეობით
სინკოპე – (ბერძნ. syncope – შეკუმშვა, მუსრვა), ბგერის, მარცვლის, ასოს ამოვარდნა სიტყვის შიგნით. განსაკუთრებით ხშირია თანხმოვანთა შორის უმახვილო ხმოვნის ამოვარდნა. მაგ. მსხლის < მსხალის, უნივერსტეტი < უნივერსიტეტი. უპირისპირდება აფერეზისს და აპოკოპეს.
ტერმინი სინკოპე კომპარატივისტიკაში გამოიყენებოდა უმახვილო ხმოვანთა დაკარგვის აღსანიშნავად. თანამედროვე ფონოლოგიაში იგი თანხმოვანთა ამოვარდნასაც გულისხმობს (ამ უკანასკნელი მნიშვნელობით ხშირად იყენებენ ტერმინს – ეკტლიფსისი.
ნ. კიზირია