NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქართული ასო „ქ“ '''ქ''' – ქართული ანბანის ოცდამე...)

17:15, 1 მარტი 2024-ის ვერსია

ქართული ასო „ქ“

ქართული ანბანის ოცდამეორე (ძე. ქართ. ანბანის ოცდამეხუთე) ასო. მისი სახელია „ქანი“; გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ხშულ-მსკდომი ფშვინვიერი ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა ⴕ. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელსაც კვადრატის ნახევარი უკავია. ნუსხური კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი, მხედრული ქ-ს ასწვრივი ხაზი ქვემოთ მომრგვალებულია. ნუსხური Ⴕ და მხედრული ქ ოთხასოვან სისტემაში ოთხ ხაზს შორის იწერება

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსასს (600).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%A5&oldid=220345“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები