ბაზალეთი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაზალეთი''' – სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარ...) |
00:57, 12 მარტი 2024-ის ვერსია
ბაზალეთი – სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
ამ ტოპონიმის წარმოშობას საფიქრებელია, რომ მას საფუძვლად ედოს ადამიანს გამოცვლილი (შერქმეული) სახელი ბაზარეები (ერთთავად ბაზარში მოსიარულე, მებაზრე ხალხი?). ზემო იმერეთის ანთროპონიმია იცნობს ეპონიმ ბაზარეებს, რომლის მიხედვითაც აქ ადგილთა სახელებიც წარმოქმნილა: ს. ხალიფაურის, (ჭიათურის რ.)
ერთ-ერთ უბანს „ბაზარეების უბანი“ ეწოდება; ამავე სოფელში სავენახე მამულის სახელად დადასტურებულია „ბაზარეების ვენახი“. მაშასადამე, შეიძლება დავუშვათ, რომ ზემო იმერეთის სოფელი ბაზალეთი თავდაპირველად ბაზარეეთი, ან ბაზარ-ეთ-ი იყო. ბაზალეთად ის ისტორიულ ბაზალეთთან (ბაზალეთის ტბასთან) მიმსგავსების შედეგად უნდა ქცეულიყო.