საფარი (მოწყობილობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საფარი (მოწყობილობა)''' − მოწყობილობა, რომლითაც ხდება არხის, [...) |
მიმდინარე ცვლილება 16:18, 13 მარტი 2024 მდგომარეობით
საფარი (მოწყობილობა) − მოწყობილობა, რომლითაც ხდება არხის, ღარისა და ა.შ. კვეთის ფართობის შეცვლა და ამგვარად, მასში გამავალი აირის, სითხის მოცულობის რეგულირება. საფარი კეთდება მოსაბრუნებელი, დამაგრებული ღერძზე (დროსელის) და მასალის ნაკადის მართობულად გადასაადგილებელი (შიბერის). სკრეპერის ციცხვის წინა საფარში ხდება მასში შესული (თხრის პროცესში) და გამოსული (განტვირთვის პროცესში) გრუნტის რაოდენობის რეგულირება.