გომარეთი
(ახალი გვერდი: '''გომარეთი''' – გავრცელებული გეოგრაფიული სახელია. იგი დასტურ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გომარეთი''' – გავრცელებული გეოგრაფიული სახელია. იგი დასტურდება როგორც ქვემო [[ქართლი|ქართლში]] (დმანისის რ.), ისე შუა ქართლში (გორის რ.) და [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] (ახალქალაქის რ.). ამას გარდა გომარეთ-ი როგორც მცირე გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი სახელწოდება, გვხვდება ს. აღრელთან (ახალციხის რ. და ს. შუა აღვგში (ცაგერის რ.). | '''გომარეთი''' – გავრცელებული გეოგრაფიული სახელია. იგი დასტურდება როგორც ქვემო [[ქართლი|ქართლში]] (დმანისის რ.), ისე შუა ქართლში (გორის რ.) და [[ჯავახეთი|ჯავახეთში]] (ახალქალაქის რ.). ამას გარდა გომარეთ-ი როგორც მცირე გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი სახელწოდება, გვხვდება ს. აღრელთან (ახალციხის რ. და ს. შუა აღვგში (ცაგერის რ.). | ||
| − | ტოპონიმის წარმომავლობა ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ, ვფიქრობთ, ამოსავალი უნდა იყოს სამეურნეო ნაგებობის ზოგადი სახელწოდება გომ-ი, გეოგრაფიული პუნქტის სახელად გომი დადასტურებულია XVI ს-ში.) გომის მცხოვრები იქნებოდა გომ-არ-ი (შდრ. ხერთვისი – ხერთვის-არ-ი, სამძივი – სამძივ-არ-ი, ოპიზა –- ოპიზ-არ-ი, გარეჯი – გარეჯ-არ-ი...), ხოლო ადგილს, სადაც გომარელები („გომელები") დაესახლებოდნენ, გომარ-ეთ-ი შეიძლებოდა შერქმეოდა. გომარეთი ზუსტად ისევე ჩანს გაფორმებული, | + | ტოპონიმის წარმომავლობა ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ, ვფიქრობთ, ამოსავალი უნდა იყოს სამეურნეო ნაგებობის ზოგადი სახელწოდება გომ-ი, გეოგრაფიული პუნქტის სახელად გომი დადასტურებულია XVI ს-ში.) გომის მცხოვრები იქნებოდა გომ-არ-ი (შდრ. ხერთვისი – ხერთვის-არ-ი, სამძივი – სამძივ-არ-ი, ოპიზა –- ოპიზ-არ-ი, გარეჯი – გარეჯ-არ-ი...), ხოლო ადგილს, სადაც გომარელები („გომელები") დაესახლებოდნენ, გომარ-ეთ-ი შეიძლებოდა შერქმეოდა. გომარეთი ზუსტად ისევე ჩანს გაფორმებული, როგორც ჭობარეთ-ი. |
გომარეთის მიხედვით არის გაფორმებული ცნობილი ქართული გვარი გომართელი („გომარეთელი“, „გომარელი“). მაშასადამე, გომარეთი უნდა გავიგოთ როგორც „სოფელი, რომელიც გომიდან გადმოსულ ხალხს დაუარსებია. | გომარეთის მიხედვით არის გაფორმებული ცნობილი ქართული გვარი გომართელი („გომარეთელი“, „გომარელი“). მაშასადამე, გომარეთი უნდა გავიგოთ როგორც „სოფელი, რომელიც გომიდან გადმოსულ ხალხს დაუარსებია. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:44, 19 მარტი 2024 მდგომარეობით
გომარეთი – გავრცელებული გეოგრაფიული სახელია. იგი დასტურდება როგორც ქვემო ქართლში (დმანისის რ.), ისე შუა ქართლში (გორის რ.) და ჯავახეთში (ახალქალაქის რ.). ამას გარდა გომარეთ-ი როგორც მცირე გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი სახელწოდება, გვხვდება ს. აღრელთან (ახალციხის რ. და ს. შუა აღვგში (ცაგერის რ.).
ტოპონიმის წარმომავლობა ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ, ვფიქრობთ, ამოსავალი უნდა იყოს სამეურნეო ნაგებობის ზოგადი სახელწოდება გომ-ი, გეოგრაფიული პუნქტის სახელად გომი დადასტურებულია XVI ს-ში.) გომის მცხოვრები იქნებოდა გომ-არ-ი (შდრ. ხერთვისი – ხერთვის-არ-ი, სამძივი – სამძივ-არ-ი, ოპიზა –- ოპიზ-არ-ი, გარეჯი – გარეჯ-არ-ი...), ხოლო ადგილს, სადაც გომარელები („გომელები") დაესახლებოდნენ, გომარ-ეთ-ი შეიძლებოდა შერქმეოდა. გომარეთი ზუსტად ისევე ჩანს გაფორმებული, როგორც ჭობარეთ-ი.
გომარეთის მიხედვით არის გაფორმებული ცნობილი ქართული გვარი გომართელი („გომარეთელი“, „გომარელი“). მაშასადამე, გომარეთი უნდა გავიგოთ როგორც „სოფელი, რომელიც გომიდან გადმოსულ ხალხს დაუარსებია.
უკანასკნელ ხანს ქართული ტოპონიმიკის მკვლევარმა, გეოგრაფოსმა კ. ხარაძემ გამოთქვა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი გომარეთი, თურმე გომურთან, სანახიხრე ადგილთან ყოფილა დაკავშირებული. ის წერს: „გომარეთის წარმოშობა გომართან უნდა იყოს დაკავშირებული, ეტყობა ნასოფლარის (საუბარია ატენის ხეობის ნასოფლარ გომარეთის შესახებ, გ. ბ.) მიდამოებში ფერმები იყო გაშენებული და სანახირე ადგილებს გომარეთს უწოდებდნენო“. ავტორი აქვე დასძენს: „ქვემო ქართლისა და ატენის ხეობის ეს სახელწოდებები (გომარეთი, გ.ბ.) გომურთან, სანახირე ადგილთან არის დაკავშირებული და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არიან წარმოშობილი“.
აღნიშნული თვალსაზრისის გაზიარება არ შეიძლება, რადგან იგი ძირითადად სიტყვათა მსგავს ფონეტიკურ ჟღერადობაზეა აგებული. უ – ა პროცესი (გომურ- – გომარ-) ენამ საერთოდ არ იცის.