ხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ქართული ასო „ხ“ '''ხ''' – ქართული ანბანის ოცდამე...) |
12:44, 25 მარტი 2024-ის ვერსია
ხ – ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთოთხმეტე) ასო. მისი სახელია „ხანი“, გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴞ მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴞ მარჯვნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. ხ-ს მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსი ათასს (6000).