გუდავა ტოგო
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ტოგო გუდავა''' – (22. | + | [[ფაილი:TOGO GUDAVA.PNG|thumb|150პქ|ტოგო გუდავა]] |
| + | '''ტოგო გუდავა''' – (22. სექტემბერი, 1922, ახალი სენაკი (ახლანდ. სენაკი),– 23. ნოემბერი 1976, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (I966). | ||
დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1945). სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს – თსუ-ში. | დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1945). სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს – თსუ-ში. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 16: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | * ტოგი გუდავა. – | + | * ტოგი გუდავა. – „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1977. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 23:55, 27 მარტი 2024 მდგომარეობით
ტოგო გუდავა – (22. სექტემბერი, 1922, ახალი სენაკი (ახლანდ. სენაკი),– 23. ნოემბერი 1976, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (I966).
დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1945). სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, პედაგოგიურს – თსუ-ში.
გუდავას ძირითადი შრომები ეძღვნება დაღესტნურ ენათა როგორც აღწერით, ისე ისტორიულ-შედარებით შესწავლას. მან პირველმა შეისწავლა მეცნიერულად დაღესტნის რამდენიმე უმწერლობო ენა; გამოსცა მათი პირველი გრამატიკები – „ბოთლიხური ენა“ (თბ., 1963), „ბაგეალური ენა“ (თბ., 1971), „ღოდობერიული და ტინდიური ენების მოკლე გრამატიკის მიმოხილვანი“ კი 1967 დაბეჭდა მოსკოვში. მას ეკუთვნის აგრეთვე განმაზოგადებელი ხასიათის შრომები: „ზმნურ ფუძეთა შედარებითი ანალიზი ხუნძურსა და ანდიურ ენებში“ (მაჰაჩყალა, 1959), „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი“ (თბ., 1964), „დიდოურ ენათა კონსონანტიზმის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" (თბ., 1979). გუდავამ დაღესტანში გამოავლინა და გამოსცა ქართული მატერიალური კულტურის რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი (1954). მანვე სტატიაში „ქართულ-ხუნძური ლექსიკური შეხვედრების შესახებ“ (1954) გამოავლინა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა საერთო ლექსიკის ზოგი ნიმუში. გუდავას გამოკვლევა „ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ტ ალატერალის გენეზისისა და ქართველურ ენებში მისი შესატყვისის შესახებ“ (1954) იბერიულ-კავკასიურ ენაში ჯგუფთაშორისი კანონზომიერი ბგერათშესატყვისობის ძიების ერთ-ერთი საყურადღებო ცდაა.
გუდავას ქართველოლოგიური შრომებიდან ცნობილია „ზანური (მეგრულ-ჭანური) სრულხმოვნობის ახსნის ცდა“, „ო-ს უ-ში გადასვლის ზოგიერთი შემთხვევა ზანურ ენაში“, „რეგრესული დეზაფრიკატიზაციის ერთი შემთხვევა ზანურში“, „მახვილის ადგილისათვის მეგრულში“, „ბაგისმიერი თანხმოვნები ჩქამიერთა წინ მეგრულში“, „-უან დაბოლოების შესახებ მეგრულ კაუსატივებში“ და სხვ.
გუდავა იკვლევდა ქართველური შედარებითი ლექსთწყობის საკითხებს, კერძოდ, ქართულ-მეგრულისას. მის გამოკვლევებში – „ქართული სალექსო სტრიქონის აგებულების ზოგიერთი საკითხი“, „მახვილის საკითხი ქართული ლექსის სტრუქტურაში“, „მეგრული ლექსის სტრუქტურის საკითხები“ – წარმოჩნდა მეტრიკული პოეტიკისა და ენათმეცნიერების კანონზომიერებათა მჭიდრო ურთიერთკავშირი.
გ. ბურჭულაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ტოგი გუდავა. – „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1977.