არაბული ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნანა არაბული“ გადაიტანა გვერდზე „არაბული ნანა“ გადამისამართე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Nana arabuli.PNG|thumb|ნანა არაბული]]
 
[[ფაილი:Nana arabuli.PNG|thumb|ნანა არაბული]]
'''არაბული ნანა''' – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ წყაროთუბანში (თიანეთი). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ქალაქ [[ათენი|ათენში]], სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას.  
+
'''არაბული ნანა''' – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ წყაროთუბანში ([[თიანეთი]]). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში]]. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ქალაქ [[ათენი|ათენში]], სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას.  
  
 
:::: '''აღსარება'''
 
:::: '''აღსარება'''

მიმდინარე ცვლილება 23:56, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

ნანა არაბული

არაბული ნანა – (1950), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ წყაროთუბანში (თიანეთი). საშუალო განათლება მიიღო სოფელ ღულელებში, უმაღლესი განათლება კი – გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მუშაობდა მასწავლებლად თიანეთის რაიონის სხვადასხვა სკოლებში, პერიოდულად კორესპონდენტად თანამშრომლობდა გაზეთთან – „ახალი თიანეთი“. ამავე გაზეთში იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, ნოველები. ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში, ქალაქ ათენში, სადაც განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. თარგმნის ბერძნულ პოეზიას.

აღსარება
არც ქვა ვყოფილვარ არასოდეს,
უმოძრაო, ხავსმოდებული და
არც კლდე, უსულო,
შემზარავი სისასტიკით აყუდებული!
თუმც ბავშვობისას, რაღაცაზე გაჯიუტებულს,
ერთსაც მიწოდებდა და მეორესაც
გაცეცხლებული დედაჩემი!
ერთი წლისა არც კი ვყოფილვარ,
როცა მშობლებმა მიწაზე დამსვეს და
გამიშვეს ხელი;
მას შემდეგ მივდივარ, წინ გზაა დიდი,
მინოტავრის ლაბირინთივით
ჩაჟამებულ-ჩაშავებული და ჭირს სიარული...…
ყოფნა მომწყინდა!
მინდა ვიპოვო წყარო წმინდა,
რამაც დამწინდა და
ის ერთი წუთი, მარადისობის,
უზენაესი და ყოვლად წმინდა!
ჩემო ცაო და საძვალე მიწავ!
ჩვენ ერთად ვსუნთქავთ,
როგორც სამება და მე ვარ ხიდი,
თქვენს შორის გადებული
დიდი სიყვარულის ნიშნად!
მომეცით ხელი, გავარღვიო
ეს ლაბირინთი!


* * *
არც ქვა ვყოფილვარ, უმოძრაო,
ხავსმოდებული და არც სალი კლდე,
შემზარავი სისასტიკით აყუდებული


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები