ითხვისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ითხვისი''' − სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ...)
 
ხაზი 4: ხაზი 4:
  
ტოპონიმ ითხვისის თავკიდურა ი-ხმოვანი ისეთივე მორფოლოგი�ური ფუნქციისა უნდა იყოს, როგორც ეს იძრვის-, იქცევის-, ისროლის-.. სახელებში არის დადასტურებული. ტოპონიმი ითხვისი მიმღეობური შინაარსის სახელად უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი ფიქრით, ითხვისი ნიშნავს: ი-თხრ-ვ-ის-ი „ადგილი, სადაც მიწის ქანი ითხრება“, „მადნის სათხრელი ადგილი“.  
+
ტოპონიმ ითხვისის თავკიდურა ი-ხმოვანი ისეთივე მორფოლოგიური ფუნქციისა უნდა იყოს, როგორც ეს იძრვის-, იქცევის-, ისროლის-.. სახელებში არის დადასტურებული. ტოპონიმი ითხვისი მიმღეობური შინაარსის სახელად უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი ფიქრით, ითხვისი ნიშნავს: ი-თხრ-ვ-ის-ი „ადგილი, სადაც მიწის ქანი ითხრება“, „მადნის სათხრელი ადგილი“.  
  
ითხვისი (← ითხრვისი) ზუსტად უნდა მიგვანიშნებდეს მდ. ყვირილის აუზში ოდითგანვე განვითარებულ [[მანგანუმი]]ს შემცველი ქანების (მადნის) ოდინდელ ხალხურ რეწვაზე, რაც ამ ხეობაში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალითაც ნათლად მტკიცდება.
 
18:47, 31 მარტი 2024-ის ვერსია

ითხვისი − სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტი. მდ. ყვირილის აუზში.

სოფელი ითხვისი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. იგი ქართულ ისტორიულ ძეგლებში XV საუკუნის დამლევიდან დასტურდება ითხვისურ- ფორმით. აქ, კერძოდ, აღნიშნულნი არიან სოფ. ითხვისურის მცხოვრებნი ითხვისურველნი.

ტოპონიმ ითხვისის თავკიდურა ი-ხმოვანი ისეთივე მორფოლოგიური ფუნქციისა უნდა იყოს, როგორც ეს იძრვის-, იქცევის-, ისროლის-.. სახელებში არის დადასტურებული. ტოპონიმი ითხვისი მიმღეობური შინაარსის სახელად უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი ფიქრით, ითხვისი ნიშნავს: ი-თხრ-ვ-ის-ი „ადგილი, სადაც მიწის ქანი ითხრება“, „მადნის სათხრელი ადგილი“.

ითხვისი (← ითხრვისი) ზუსტად უნდა მიგვანიშნებდეს მდ. ყვირილის აუზში ოდითგანვე განვითარებულ მანგანუმის შემცველი ქანების (მადნის) ოდინდელ ხალხურ რეწვაზე, რაც ამ ხეობაში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალითაც ნათლად მტკიცდება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები