მატვეევი ანდრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მატვეევი ანდრია“ გადაიტანა გვერდზე „ანდრია მატვეევი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრია მატვეევი“ გადაიტანა გვერდზე „მატვეევი ანდრია“ გადამის...) |
17:25, 4 აპრილი 2024-ის ვერსია
ანდრია მატვეევი − (1666-1728), რუსი სახელმწიფო მოღეაწე და დიპლომატი.
1699-1712 – ელჩი ჰოლანდიაში, მატვეევმა ისარგებლა ევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობებით ესპანური მემკვილრეობისათვის ომში და შეძლო შეეჩერებინა ჰოლანდიის დახმარება შვეციისათვის ჩრდილოეიიის ომში 1700-21.
1705-06 გაემგზაერა პარიზში, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს საფრანგეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული რუსული სავაჭრო გემების დაბრუნების, სავაჭრო ხელშეკრულების დადების და რუსეთსა და შვეციას შორის საფრანგეთის საშუამავლო მისიის შესახებ.
1712-15 იყო რუსეთის ელჩი ავსტრიაში.
1715-24 – საზღვაო აკადემიისა და სანავიგაციო სკოლის პრეზიდენტი, მოსკოვის სენატის კანტორის და იუსტიც-კოლეგიის პრეზიდენტი.
1727 თანამდებობიდან გადადგა.