ავზანდაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ავზანდაგ-ი''' ''(ოს. Æвзæндæг)'' — ქურთათის ხეობის სოფ. კორას მფარვე...) |
12:55, 9 ივნისი 2017-ის ვერსია
ავზანდაგ-ი (ოს. Æвзæндæг) — ქურთათის ხეობის სოფ. კორას მფარველი ღვთაება, რომლის სახელობის დღეობა ჯეორგუიბას (გიორგობის) დღესასწაულის შემდგომ პირველ ორშაბათს იმართება. სოფ. კორას მცხოვრებნი სათანადო მსხვერპლშეწირვისთვის იკრიბებიან ავზანდაგის სამლოცველში, რომელიც ალარდის სახელობის სალოცავის ახლოს დგას; ღვთაებას სოფლის მკვიდრთა კეთილდღეობასა და ყოველ საქმეში თანადგომას შესთხოვენ.
ლიტერატურა
- Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.
- Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ,
1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017