ჟინვალი (დაბა)
(ახალი გვერდი: '''ჟინვალი''' – დაბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, [[...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:დაბები საქართველოში]] | [[კატეგორია:დაბები საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:დაბები დუშეთის მუნიციპალიტეტში]] | ||
01:17, 12 აპრილი 2024-ის ვერსია
ჟინვალი – დაბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები: არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). განლაგებულია ჟინვალის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. დუშეთიდან 15 კმ.
ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელ ჟინვალი ძველი სამოსახლოდან აიყარა და ორ ახალ პუნქტად დასახლდა. ერთ-ერთ მათგანს დაბა ჟინვალი ეწოდა (აქაა ჰიდროკომპლექსის მშენებლობის ადმინისტრაცია შესაბამისი დაწესებულებებით: სკოლა, კინოთეატრი, აფთიაქი, საავადმყოფო, ფოსტა-ტელეგრაფი, სავაჭრო ცენტრი…) დაბაში აიგო თანამედროვე მრავალსართულიანი სახლები საინჟინრო და ტექნიკური პერსონალისათვის, მუშა-მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისათვის. სოფლის მკვიდრი მოსახლეობა კი ძირითადად განსახლდა ძველი ჟინვალის ბაღ-ვენახებში, არაგვის დაყოლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროზე.