მოვსეს ხორენაცი
(ახალი გვერდი: '''მოვსეს ხორენაცი''' – სომეხი ისტორიკოსი, ავტორი „სომხეთის ის...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოვსეს ხორენაცი“ გადაიტანა გვერდზე „ხორენაცი მოვსეს“) |
14:21, 12 აპრილი 2024-ის ვერსია
მოვსეს ხორენაცი – სომეხი ისტორიკოსი, ავტორი „სომხეთის ისტორიისა“.
თხზულების ქრონოლოგიური დიაპაზონი დიდია – უძველესი დროიდან, ვიდრე 428 ამბებამდე. აღნიშნული მატიანე ფართო თხრობითი ტილოა. ამით ის განსხვავდება ზეპირ გადმოცემებზე დამყარებული ე.წ. „საწყისი ისტორიისგან“. მათ შორის იგივე მიმართებაა, რაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და „ქართლის ცხოვრების“ ადრეულ ნაწილებს შორის. „სომხეთის ისტორია“ სომხური ზეპირსიტყვიერებისა ღა ელინურ-ბიზანტიური და სხვ. ლიტერატურის შეჯერების მეტად საინტერესო ნიმუშია. მოვსეს ხორენაცი V საუკუნის ავტორად ითვლება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის ცხოვრობდა უფრო გვიან (VI-VII ან VIII-IX სს). მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორიულ წარსულზე, კერძოდ, ქართლის სამეფოს შესახებ.