საკუთრივი ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საკუთრივი ფუნქცია“ გადაიტანა გვერდზე „მახასიათებელი ფუნქცია“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მახასიათებელი ფუნქცია“ გადაიტანა გვერდზე „საკუთრივი ფუნქცია“ ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:40, 16 აპრილი 2024 მდგომარეობით

საკუთრივი ფუნქცია – წრფივი დიფერენციალური ან ინტეგრალური L ოპერატორისა, f ფუნქცია, რომელსაც გააჩნია თვისება: Lf = λf (f≠0), სადაც λ - მუდმივია. λ რიცხვს ეწოდება საკუთრივი მნიშვნელობა.

მათემატიკური ფიზიკის მრავალი ამოცანის ამოხსნისას საჭიროა L(y) –λy = 0 ერთგვაროვანი დიფერენციალური განტოლებების არანულოვანი ამონახსნების ძიება, რომლებიც ამა თუ იმ სასაზღვრო პირობებს აკმაყოფილებენ. ასეთ ამონახსნებს ეწოდებათ ამოცანის საკუთრივი ფუნქციები, ხოლო λ-ს შესაბამის მნიშვნელობებს – საკუთრივი მნიშვნელობები.

საკუთრივი ფუნქციები ყველაზე ზოგადად შეიძლება განისაზღვროს, როგორც წრფივ ფუნქციონალური სივრცეებში წრფივ ოპერატორთა საკუთრივი ვექტორები.

ზოგჯერ საკუთრივ ფუნქციებს უწოდებენ აგრეთვე ფუნდამენტურ ფუნქციებს, მახასიათებელ ფუნქციებს და ა. შ.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები