დიდგორი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
დიდგორი - სოფელი [[საქართველო]]ში, მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, [[მცხეთა|მცხეთიდან]] 23 კილომეტრზე.  
+
'''დიდგორი''' - ისტორიული სოფელი [[საქართველო]]ში, [[თბილისი|თბილისში]]. მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, [[მცხეთა|მცხეთიდან]] 23 კილომეტრზე.  
  
1069 წელს მეფე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]] დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის [[ამირა]] ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ [[ბრძოლა|ბრძოლებს]]. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული [[ლაშქარი]]. [[ქართველები|ქართველებმა]] სასტიკად დაამარცხეს ფადლონის 30-ათასიანი ლაშქარი.
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია: ისტორიული სოფლები თბილისის ტერიტორიაზე]]
 
[[კატეგორია: ისტორიული სოფლები თბილისის ტერიტორიაზე]]
 +
[[კატეგორია: ისტორიული სოფლები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 15:33, 17 აპრილი 2024 მდგომარეობით

დიდგორი - ისტორიული სოფელი საქართველოში, თბილისში. მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, მცხეთიდან 23 კილომეტრზე.

1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის 30-ათასიანი ლაშქარი.

დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

Logo1.JPG დიდგორი მრავალმნიშვნელოვანი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები